Thursday, November 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დროა, ბატონმა ირაკლიმ და “ოცნებამ” აღიაროს, რომ ევროკავშირთან დაახლოება მათი პრიორიტეტი არ არის” – ვალერი ჩეჩელაშვილი

November 5, 2026
“დროა, ბატონმა ირაკლიმ და “ოცნებამ” აღიაროს, რომ ევროკავშირთან დაახლოება მათი პრიორიტეტი არ არის” – ვალერი ჩეჩელაშვილი

პარტია “ჯერ საქართველოს“ წევრი, ვალერი ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირთან დაახლოება “ქართული ოცნების” პრიორიტეტი არ არის – დიპლომატის თქმით, ამას მოწმობს დღეს, ევროკომისიიის მძიმე ანგარიშის შემდეგ ივანიშვილის გუნდის ლიდერების გაკეთებული განცხადებებიც.

ჩეჩელაშვილის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს ჯერ კიდევ იმიტომ არ უხურავს კარს, რომ ქართველი ხალხის სურვილს არ უგულებელყოფს – “დიახ, ეს კარი რჩება ღია და ეს კარი შეიძლება უსასრულოდ იყოს ღია, მაგრამ ამ კარში ჩვენ უნდა შევიდეთ”.

პარტია “ჯერ საქართველოს“ წევრი ამბობს, ევროკავშირთან დიალოგისთვის “ოცნებამ” კონკრეტული 3 ნაბიჯი უნდა გადადგას – “რაც სამ მაგიურ სიტყვაში გამოიხატება: ეს არის კანონები, პატიმრები, არჩევნები”.

ჩეჩელაშვილის თქმით, მცირე კომპრომისიც კი “ოცნების” მხრიდან ევროკავშირისთვის საკმარისი იქნება დიალოგისთვის.

დროა უკვე, გულწრფელად აღიაროს ბატონმა ირაკლიმ და “ქართულმა ოცნებამ”, რომ არ არის ევროკავშირთან დაახლოება მათი პრიორიტეტი. “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს” – პროევროპულები ვართო და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენ დაგვაშორონ ევროკავშირს. ევროკავშირი გვეკითხება ჩვენ და გვეუბნება, თუ გინდათ შემოხვიდეთ ევროკავშირში, უნდა შეასრულოთ რეკომენდაციები და უნდა მიუსადაგოთ პოლიტიკა ამ კლუბში არსებულ სტანდარტებს – თუ არ გინდათ, მაშინ ნუ შემოხვალთ. მაგრამ იციან რა, რომ საქართველოს საზოგადოებაში არის ძალიან ძლიერი განწყობა ევროკავშირის სასარგებლოდ, ყოველთვის უსვამენ ხაზს, რომ კარი რჩება ღია. დიახ, ეს კარი რჩება ღია და ეს კარი შეიძლება უსასრულოდ იყოს ღია, მაგრამ ამ კარში ჩვენ უნდა შევიდეთ და თუ არ შევალთ, მაშინ დავკარგავთ შესაძლებლობებს ევროკავშირში გაწევრიანების. უფრო სწორად, მე მინდა ვთქვა, რომ ეს შესაძლებლობა ჩვენ უკვე დავკარგეთ და 2030 წლამდე ნამდვილად ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. მოწოდებები არის მოწოდებები, მაგრამ აქ არის გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები და ეს კონკრეტული ნაბიჯები გამოიხატება სამ მაგიურ სიტყვაში: ეს არის კანონები, პატიმრები, არჩევნები. ამ სამი მიმართულებით ცოტაოდენიც რომ გამოაჩინოს კომპრომისისკენ მზაობა “ქართულმა ოცნებამ”, დაიწყება იმ თავითვე მოლაპარაკებები”, – აცხადებს ვალერი ჩეჩელაშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საწვავის გაიაფება პოპულიზმი არ არის, სხვა ქვეყნებმა აქციზის შემცირებით ეს უკვე შეძლეს – „თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ კობახიძეს პასუხობს
  • “საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჩვენ შორის სრული თანხვედრაა იმაზე, რომ პარტიების გაუქმების პროცესი არის თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიმართული – იმას თუ გააფორმებს სასამართლო, რაც „ოცნებას“ სურს, სახელმწიფო გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს”- რას ამბობს ბადრი ჯაფარიძე
  • “ქართულმა ოცნებამ” მიზანს მიაღწია და საქართველოს ევროპული წინსვლა შეაჩერა” – გიგი გიგიაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge