Thursday, November 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ოპოზიციის აკრძალვას და საბოტაჟში დადანაშაულებას არაფერი აქვს საერთო მმართველობასთან, ეს არის ავტორიტარიზმი – სალომე ზურაბიშვილი

November 5, 2026
სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

რუმინეთში გამართულ „ევროპული ღირებულებების ტიმიშოარას ფორუმზე“ სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პარტიების აკრძალვის პროცესზეც ისაუბრა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის თქმით, ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო მმართველობასთან და ეს არის ძალაუფლების მიტაცება, ეს არის ავტორიტარიზმი.

მისივე განცხადებით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ძალაუფლებაში მყოფთა გადაწყვეტილებით ჩაიშალა და შეჩერდა, რაც კონსტიტუციას ეწინააღდმეეგება.

ახლა მმართველი პარტია უშუალოდ ოპოზიციის წინააღმდეგაც გადადის მოქმედებაზე. ამ ბოლო ეტაპზე. საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საქმეს, რომელიც მიზნად ისახავს ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას და პოლიტიკოსების საბოტაჟში დადანაშაულებას ამას, რა თქმა უნდა, არაფერი აქვს საერთო მმართველობასთან; ეს არის ძალაუფლების მიტაცება, ეს არის ავტორიტარიზმი, თუ არა ტოტალიტარიზმი. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ჩაიშალა და შეჩერდა ამჟამად ძალაუფლებაში მყოფთა გადაწყვეტილებით — ჩვენს კონსტიტუციაში ჩაწერილი მუხლის საწინააღმდეგოდ, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, იმის საწინააღმდეგოდ, რასაც ქართველი ხალხი ბოლო 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ამბობდა თავისი პროტესტით (ქუჩაში დგომით), თავისი ხმებითა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით: რომ მას სურს ევროპა, ევროპა და მხოლოდ ევროპა. „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში იმყოფებოდა — არა ევროკავშირის გაფართოების სამიტზე დასასწრებად, რადგან ის მიწვეული არ ყოფილა, არამედ ახალგაზრდულ ფორუმზე, სადაც მან უბრალოდ განაცხადა, რომ ის, ვინც უნდა შეიცვალოს, არის ევროკავშირი, მისი ბიუროკრატია და მისი ლიდერები. მაგრამ ნამდვილი საქართველო არის ის, რომელიც ქუჩაშია და რომელსაც საუბარი შეუძლია. ასე რომ საქართველო მარტო არ არის და სწორედ ამიტომ აქვს ამ მაგალითებს მნიშვნელობა, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი რუმინეთში, ტიმიშოარაში გამართულ „ევროპული ღირებულებების ფორუმზე“ (Timișoara Forum for European Values), მთავარი მომხსენებლის სტატუსით წარსდგა.

ფორუმი დიალოგის ევროპული პლატფორმაა, რომელიც დემოკრატიულ მედეგობას, ქალთა ლიდერობას, ახალგაზრდობის ჩართულობას, სამოქალაქო მონაწილეობასა და იმ ღირებულებებს ეძღვნება, რაც თავის მხროვ, ევროპული პროექტის საფუძველს წარმოადგენს.

ფორუმში მონაწილეობენ ევროპელი პოლიტიკური ლიდერები, დიპლომატები, ხელისუფლების წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს – ცნობილია საქმის დეტალები
  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი განცხადებას ავრცელებს
  • ნარკოტიკის შეძენა-შენახვის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებაში შეტანის მცდელობის ფაქტებზე დაკავებულ 3 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge