მსოფლიოში ოქრო გაძვირდა. თბილისის დროით 12:30 საათზე 1 უნციის ღირებულებამ 4 125 დოლარი შეადგინა, რაც დღიურად 1.56%-იან მატებას წარმოადგენს.
გაძვირებულია ვერცხლიც. ამ დროისთვის 1 უნცია 52.77 დოლარი ღირს. ერთ დღიან ჭრილში მისმა ფასმა 1%-ით მოიმატა.
რაც შეეხება საქართველოს, ძვირფასი ლითონის ღირებულებამ აქაც მოიმატა. 1 გრამის ფასი აქ 5-დან 9 ლარამდე გაიზარდა. უფრო კონკრეტულად კი, 999-სინჯიანი ოქროს ფასი 350 ლარს შეადგენს, როცა გუშინ მისი ღირებულება 341 ლარი იყო. 1 გრამი 750-სინჯიანის ღირებულებამ 356 ლარიდან 362 ლარამდე გაძვირდა, ხოლო 585 სინჯის მქონე ოქროს ღირებულებამ გრამზე 205 ლარი შეადგინა, როცა გუშინ მისი ფასი 200 ლარი იყო.
