Thursday, November 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური იდენტობის, ძირითადი უფლებების, ქვეყნის უსაფრთხოების, დემოკრატიის მდგრადობისა და სამოქალაქო საზოგადოების დაცვის გარანტია – რევაზ ნადარაია

November 5, 2026
საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური იდენტობის, ძირითადი უფლებების, ქვეყნის უსაფრთხოების, დემოკრატიის მდგრადობისა და სამოქალაქო საზოგადოების დაცვის გარანტია – რევაზ ნადარაია

“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური იდენტობის, ძირითადი უფლებების, ქვეყნის უსაფრთხოების, დემოკრატიის მდგრადობისა და სამოქალაქო საზოგადოების დაცვის გარანტია”, – ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც რევაზ ნადარაიამ აღნიშნა, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საკონსტიტუციო სასამართლო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია ეროვნულ დონეზე.

“კონსტიტუციონალიზმის ისტორია ძირითადი უფლებებისათვის ბრძოლისა და მათი დაცვის სამართლებრივი გარანტიების ძიების ისტორიაა. სწორედ ამ დემოკრატიული პროცესების მონაპოვარია საკონსტიტუციო კონტროლის ინსტიტუტი. საქართველო აღნიშნული გლობალური კონსტიტუციური ფერხულის სრულფასოვანი მონაწილეა. ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საკონსტიტუციო სასამართლო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმია ეროვნულ დონეზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური იდენტობის, ძირითადი უფლებების, ქვეყნის უსაფრთხოების, დემოკრატიის მდგრადობისა და სამოქალაქო საზოგადოების დაცვის გარანტია. ის კლასიკური უფლებამოსილებათა განხორციელებით ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიის მრავალმხრივ განვითარებას, სოციალური სამართლიანობის გამტკიცებას და საზოგადოებაში კონსტიტუციის შესახებ ცოდნის გაღრმავებას. ჩვენი სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები ამდიდრებენ და სრულყოფენ ეროვნულ სამართლებრივ სისტემას, ქმნიან მისი შემდგომი განვითარების მკაფიო ორიენტირებს”, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სისტემის მონაწილე იყო ათი ათასობით ადამიანი, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოში დავაყენეთ რეჟიმის შემოქმედების არაკონსტიტუციურობის საკითხი – კონკრეტულ მოსამართლეებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ – ირაკლი კობახიძე
  • “2 ევროპელ ელჩზე ინფორმაცია მაქვს, რომ სხვადასხვა დროს საკონსტიტუციო სასამართლოში მივიდნენ და კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ანგარიშს ითხოვდნენ”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე
  • ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ იცვლება ის ძირითადი ღირებულებები, რომელთა დაცვის მიზნითაც საკონსტიტუციო სასამართლო შეიქმნა – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge