Thursday, November 5, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რასაც დღეს ევროკავშირი აკეთებს, ეს არის ორმაგი სტანდარტი და ეს არის ხელის გადაგრეხვის პრინციპი – ირაკლი ჭეიშვილი

November 5, 2026
რასაც დღეს ევროკავშირი აკეთებს, ეს არის ორმაგი სტანდარტი და ეს არის ხელის გადაგრეხვის პრინციპი – ირაკლი ჭეიშვილი

ვის გულისხმობს ბრიუსელი თვითნებურად დაკავებულებში და ვის გათავისუფლებას ითხოვს, მაშინ, როდესაც დღემდე არ დაუგმია 4 ოქტომბრის ძალადობა – თბილისი ევროკავშირის ელჩისგან ამ დრომდე პასუხების მოლოდინშია.

საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის ცალმხრივად მომზადებულ ანგარიშზე განმარტებებს პაველ ჰერჩინსკისგან ითხოვს, რომელმაც ამ კითხვებს არც ბრიფინგზე უპასუხა. მმართველი გუნდის განცხადებით, დუმილი კიდევ ერთი დასტურია, რომ ძალადობრივი მოვლენები ქვეყნის გარედან იგეგმებოდა.

თბილისში აქცენტი კეთდება ორმაგ სტანდარტზეც, რატომ ფასდება საქართველოში ჩადენილ დანაშაულზე სამართლებრივი რეაგირება დემოკრატიიდან გადახვევად, მაშინ, როდესაც ანალოგიურ ფაქტებს საფრანგეთში მძიმე კვალიფიკაცია ენიჭება.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჭეიშვილის შეფასებით, ბრიუსელის მხრიდან საქართველოსადმი ეს დამოკიდებულება “ხელის გადაგრეხვის” პრინციპია.

“ვის იგულისხმებენ?! იგულისხმებენ ალბათ მიხეილ სააკაშვილს, იგულისხმებენ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე მოძალადე მომიტინგეებს. იგულისხმებენ იმ მომიტინგეებს, რომლებიც ჩვენ დავაკავეთ “მოლოტოვის კოქტეილის” გამოყენების გამო და ასე შემდეგ, ამას იგულისხმებენ. ჩვენ ეს ადამიანები გვყავს დაკავებული, ჩვენ გვყავს მოძალადეები დაკავებულები.

რატომღაც მსგავს ანგარიშებს საფრანგეთთან მიმართებაში არ აკეთებენ. რატომღაც საფრანგეთში “მოლოტოვის კოქტეილით” როცა წვავენ პოლიციელებს, კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯონ მოძალადეები. კი ბატონო, ვეთანხმებით საფრანგეთის ხელისუფლებას, მაგრამ მსგავსი შემთხვევა ეგრე უნდა აღიკვეთოს საქართველოშიც. ზოგადად, ეს არის არასწორი მიდგომა საქართველოსთან მიმართებაში, რასაც დღეს ევროკავშირი აკეთებს. ეს არის ორმაგი სტანდარტი და ეს არის ხელის გადაგრეხის პრინციპი”, – განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჭეიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სისტემის მონაწილე იყო ათი ათასობით ადამიანი, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოში დავაყენეთ რეჟიმის შემოქმედების არაკონსტიტუციურობის საკითხი – კონკრეტულ მოსამართლეებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ – ირაკლი კობახიძე
  • “2 ევროპელ ელჩზე ინფორმაცია მაქვს, რომ სხვადასხვა დროს საკონსტიტუციო სასამართლოში მივიდნენ და კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ანგარიშს ითხოვდნენ”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე
  • ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ იცვლება ის ძირითადი ღირებულებები, რომელთა დაცვის მიზნითაც საკონსტიტუციო სასამართლო შეიქმნა – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge