Wednesday, November 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სექტემბერში ლარი როგორც დოლარის, ასევე ევროს მიმართ გამყარდა – რა ინფორმაციას ავრცელებს ეროვნული ბანკი

November 4, 2026
„ფასების ზრდა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შედეგია“ – ექსპერტები ინფლაციის მიზეზებზე

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სექტემბერში წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6177- დან 2.6114-მდე, ანუ 0.2%-ით, ხოლო ევროს მიმართ 3.0330-დან 3.0086-მდე, ანუ 0.8%-ით გამყარდა.

მათივე ცნობით, თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6051 და 2.9552 შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ლარი-დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.6250 იყო, მინიმალური კი – 2.6051.

სექტემბერში, საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა მინიმალურზე მეტად იყო გადახრილი.

„სექტემბერში, საშუალოდ დოლართან მიმართებაში, თურქულმა ლირამ, როგორც თვის, ასევე წლიურ ჭრილში გაუფასურება განაგრძო. შესამჩვევად გაუფასურდა რუსული რუბლი, ასევე ევრო. როგორც თვის, ასევე წლიურ ჭრილში გამყარდა სომხური დრამი, აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად არ შეცვლილა. რაც შეეხება ლარს, გამყარება შეინიშნება როგორც თვიურ, ასევე წლიურ დონეზე. შედეგად, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გამყარდა როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში. კერძოდ, სექტემბერში წლიურად 6.7%-ით, თვის ჭრილში კი 1.0%-ით გამყარდა.

რაც შეეხება ლარის რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსს, სექტემბერში იგი წლიურად 4.0%-ით, თვის ჭრილში კი 0.6%-ით გამყარდა. ლარის რეალური ეფექტური გაცვლით კურსის გამყარებას დიდწილად ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება განაპირობებდა. მეორე მხრივ, წლის ჭრილში ცალკეულ ქვეყნებთან, მათ შორის თურქეთთან, ინფლაციათა მაღალი დიფერენციალი ლარის რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსზე გაუფასურების მიმართულებით აისახებოდა.

ზოგადად, ეფექტური კურსის გამყარება ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება, თუმცა იმპორტულ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს. გლობალურად მომატებული გაურკვევლობის და გაზრდილი ინფლაციური რისკების ფონზე ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ინფლაციები გაიზარდა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
  • პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებაში შეტანის მცდელობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა
  • პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას ანგარიში 2026 წლის გაფართოების შესახებ ოფიციალურად გადასცა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge