Wednesday, November 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ანგარიშში პირდაპირ გადმოკოპირებულია ის პოლიტიკური გზავნილები, რომელიც ჩვენ გასულ წელსაც ვიხილეთ” – ნინო წილოსანი

November 4, 2026
“მომხმარებლისთვის, რომელიც ყოველდღიურად ასხამს საწვავს, ფასი, რომელიც გაქვთ, მაინც ტვირთია და არ აქვს მნიშვნელობა, რომ ფასი არ არის ევროპულ ქვეყნებზე მეტი” – ნინო წილოსანი ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს

არ შეიძლება, ევროკომისიის ანგარიში საქართველოში არსებულ რეალობას გამოხატავდეს, რომელიც ყოველნაირ შეფასებას უგულებელყოფს. ევროკომისიას ანგარიშის შესადგენად კომუნიკაცია არ ჰქონია არც სამინისტროებთან, არც შესაბამის უწყებებთან და არც ქართული რეალობა შეუფასებია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, ანგარიში ვერანაირ ღირებულებით დოკუმენტს ვერ წარმოადგენს.

„ანგარიშში პირდაპირ გადმოკოპირებულია ის პოლიტიკური გზავნილები, რომელიც ჩვენ გასულ წელსაც ვიხილეთ, თუმცა ეს გზავნილებიც არასწორია, რადგან მხოლოდ იმ პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ასახავს, რომელიც სამწუხაროდ, ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოს მიმართ არსებობს.

ამიტომ, ანგარიში ვერანაირ ღირებულებით დოკუმენტს ვერ წარმოადგენს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევრობიუროკრატების პოზიციაა საქართველოს თითის ქნევით ესაუბრონ და დირექტივები მისცენ, როგორი უნდა იყოს რეალობა, უნდა დაისაჯონ თუ არა „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელები და უნდა აიკრძალოს თუ არა თუნდაც ის პარტიები, რომელიც არაკონსტიტუციურ საქმიანობას ეწევიან.

ამ ანგარიშში იმ უსამართლობას კიდევ ერთხელ ვკითხულობთ, რომელიც წლებია, უკვე საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს. ყველა ქვეყანას ევროკავშირში შესასვლელად თავისი გზა აქვს. უკრაინისთვის ეს გზა ომზე გადის, ათასობით ადამიანი იღუპება.

მათ ამ ომისთვის მადლობას კი უხდიან, მაგრამ დაფასება ჯერ ვერ დავინახეთ. მოლდოვისთვის ეს პროცესი საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობაც შეიძლება იყოს, როცა მისი პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუმინეთთან შეერთება ერთ-ერთი გზაა ევროკავშირში გაწევრიანების. საქართველოს თავისი გზა აქვს არჩეული ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ეს გზაა ქვეყნის სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა.

ამას კითხვაც არ სჭირდება, რადგან ამომრჩეველთა 54 პროცენტმა მხარი დაუჭირა – ღირსებით ევროპისკენ პრინციპს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვით ევროკავშირის სტანდარტებს დავუახლოვდეთ. არ მგონია, ევროკავშირი გულისხმობდეს სხვა ქვეყნების წაშლას, სუვერენიტეტის უგულებელყოფას. ევროკავშირის იდეა სწორედ დაფუძნებულია ქვეყნების იდენტობასა და მრავალფეროვნებაზე“, – აღნიშნა წილოსანმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც დღეს უნდა გამოქვეყნდეს, სხვა საკითხებთან ერთად, ნათქვამია: „საქართველოს პრემიერის განცხადება, რომ მთავრობა 2028 წლამდე არ იმოქმედებს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მიმართულებით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განსაზღვრულ პრიორიტეტებს“.

ამავე ანგარიშის მიხედვით, „საქართველომ უნდა დაიწყოს მართლმსაჯულების ფართო რეფორმა, შექმნას კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებს გადამწყვეტი როლი ექნებათ“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სექტემბერში ლარი როგორც დოლარის, ასევე ევროს მიმართ გამყარდა – რა ინფორმაციას ავრცელებს ეროვნული ბანკი
  • “ალბათ, ვერ შეთანხმდნენ იმაზე, როგორ უნდა ავნონ სახელმწიფო ინტერესებს უფრო აქტიურად” – რას აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე
  • ბიზნესცენტრ „დელისში“ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია – რა ახალი დეტალები ვრცელდება ადგილიდან

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge