საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტელეკომპანია “ფორმულადან” თანამშრომლების ევაკუაციის პროცესს ახორციელებს.
ხალხი გაჰყავთ ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში გაბთავსებული სხვა ოფისებიდანაც.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზების მიზნით, ადგილზე 15-ზე მეტი ავტოსახანძრო ტექნიკაა მობილიზებული.
ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. შენობის 17-18-ე სართულზე ტელეკომპანია „ფორმულას“ ოფისიცაა განთავსებული, რის გამოც ტელეკომპანიის სტუდიებსა და ნიუსრუმში ძლიერი დაკვამლიანება იყო.
უშუალოდ “ფორმულას” ნიუსრუმში 22 ჟურნალისტი იმყოფებოდა. ისინი ეტაპობრივად [4-4 ადამიანი] ჩამოიყვანეს.
