Wednesday, November 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გუშინდელი ინტერვიუ იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია, რომ ევროკავშირი, ამ შემთხვევაში წამყვანის სახით, საუბრობს ბრალდებებით, უარს ამბობს დიალოგზე და საკუთარი თავის გარდა, არავის უსმენს”- შალვა პაპუაშვილი

November 4, 2026
“გუშინდელი ინტერვიუ იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია, რომ ევროკავშირი, ამ შემთხვევაში წამყვანის სახით, საუბრობს ბრალდებებით, უარს ამბობს დიალოგზე და საკუთარი თავის გარდა, არავის უსმენს”- შალვა პაპუაშვილი

ბრიუსელმა აირჩია კონფრონტაციის და არა დიალოგის გზა, რაც არაევროპული ქცევაა, თუმცა, სამწუხაროდ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში, ბოლო პერიოდში ეს ქცევა დომინირებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირი, მისი საგარეო პოლიტიკური სპიკერები და კომისრები ორიენტირებული არიან უფრო დაძაბვისკენ, კონფრონტაციისკენ, ომის რიტორიკისკენ, რაც რადიკალურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის შექმნის იდეასაც კი.

„ეს არის დაბრუნება ასი წლის წინანდელ რიტორიკაში, რაც იმედგამაცრუებელია ევროკავშირის მხრიდან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ინტერვიუ იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია, რა ხდება დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, წამყვანი, საგნობრივი დისკუსიის ნაცვლად, გადადიოდა ბრალდებებზე და საკუთარი თავის გარდა, არავის უსმენდა.

„ძალიან საინტერესო იყო, გვეხილა ის წამყვანი, რომელმაც, ჩემი აზრით, მოახდინა საუკეთესო ვიზუალიზაცია, სად არის პრობლემა. თქვენ იხილეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც საუბრობდა მუდმივად დიალოგზე, ცდილობდა ჩვენი პოზიციის ახსნას და წამყვანი, რომელიც საკუთარი თავის გარდა, არ უსმენდა არავის. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, საგნობრივი დისკუსიის ნაცვლად, გადადიოდა ბრალდებებზე და საკუთარი თავის დარწმუნებაში, რომ ის არის მართალი. ამიტომ ვფიქრობ, ეს იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია, რა ხდება დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში, საქართველო, რომელიც მშვიდად, საკუთარი ეროვნული ინტერესების წარმოდგენით მოუწოდებს ევროკავშირს დიალოგისკენ, საგნობრივი დისკუსიისკენ და ევროკავშირი, ამ შემთხვევაში ამ წამყვანის სახით წარმოდგენილი, რომელიც ბრალდებებით საუბრობს, დიალოგზე უარს ამბობს და საკუთარი თავის გარდა, არავის არ უსმენს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “კიდევ ერთხელ დავინახეთ, რა უნდა ზოგიერთ ბიუროკრატს ბრიუსელში, უნდათ, საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაზე ჰქონდეთ პირდაპირი გავლენა, რასა იუკნევიჩიენეს ტიპის ადამიანმა უნდა დაგვინიშნოს მოსამართლეები”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი
  • როგორია ნოემბრის ამინდის პროგნოზი და როგორი ზამთარი იქნება საქართველოში
  • ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას თამაზ ამაღლობელი უხელმძღვანელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge