ხაშურის მუნიციპალიტეტში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს, თუმცა არ აკონკრეტებენ სამართალდამრღვევის ვინაობას.
,,სამართალდამრღვევმა. სოფელ ოსიაურის მიმდებარედ, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მდინარე მტკვრის კალაპოტიდან უკანონოდ მოიპოვა 100 კუბური მეტრი მოცულობის ინერტული მასალა – ქვიშა-ხრეში.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.” – აღნიშნავენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.
განმარტავენ, რომ წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს დიდი ზიანი ადგება. ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შედეგი შეიძლება იყოს: მდინარის კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, ასევე, დასახლებული პუნქტების დატბორვა, წარეცხვა, წყლის დონის კლება, ეკოსისტემების განადგურება.
