Wednesday, November 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“საქართველო ახლაც აგრძელებს სვლას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, ოღონდ, საკუთარი სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვით”- ლევან მახაშვილი

November 4, 2026
“საქართველო ახლაც აგრძელებს სვლას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, ოღონდ, საკუთარი სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვით”- ლევან მახაშვილი

ვინმემ თუ გააჩერა ევროკავშირთან ურთიერთობა, ეს იყო 27 ივნისს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის საელჩომ არაერთხელ დაადასტურა ოფიციალურ განცხადებაში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ახლაც აგრძელებს სვლას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, ოღონდ, საკუთარი სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვით.

„ბრიუსელმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როლიც იკისრა. ამ სახის შეფასებების ერთადერთი ლეგიტიმური წყარო შეიძლება, იყოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. ჩვენი პასუხი მკაფიოა, ვინმემ თუ გააჩერა ევროკავშირთან ურთიერთობა, ეს იყო 27 ივნისს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის საელჩომ არაერთხელ დაადასტურა ოფიციალურ განცხადებაში. ამიტომ, ყველაფერი ნათელია, ვინ რა შეაჩერა. საქართველო როგორც აქამდე აგრძელებდა, ახლაც აგრძელებს სვლას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, ოღონდ, საკუთარი სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვით. რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, „ვეტინგი“ რასაც ნიშნავს, ეს არის უცხოელების მიერ ახალი მოსამართლეების შერჩევა და არსებულიმოსამართლეების გადარჩევა მათი უმრავლესობით, უცხოელების უმრავლესობით. ეს არის სწორედ „ვეტინგი“, რაც საღ აზრს მოწყვეტილია, რომ არაფერი ვთქვათ, სუვერენიტეტსა და შიდა საქმეებში ჩარევაზე. ჩვენ მოწადინებული ვიქნებით, სასამართლო მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს, გაჯანსაღებული და ემსახურებოდეს საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებს. იმის იქით, ისეთი უხეში ჩარევა, რომ მათ შეარჩიონ, აირჩიონ და გააძევონ მოსამართლეები, ეს ის წითელი ხაზია, რის გათვალისწინებასაც ამ ფორმით არ ვაპირებთ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც დღეს უნდა გამოქვეყნდეს სხვა საკითხებთან ერთად ნათქვამია: „საქართველოს პრემიერის განცხადება, რომ მთავრობა 2028 წლამდე არ იმოქმედებს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მიმართულებით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციით განსაზღვრულ პრიორიტეტებს“.

ამავე ანგარიშის მიხედვით, „საქართველომ უნდა დაიწყოს მართლმსაჯულების ფართო რეფორმა, შექმნას კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებს გადამწყვეტი როლი ექნებათ“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჩვენი მხრიდან არის ინტერესი, იყოს ფორმატები, სადაც ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა იქნება ჩართული და შესაძლებლობა გვექნება, სასარგებლო საკითხების განვიხილოთ”- რას ამბობს შალვა პაპუაშვილი
  • “ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში გამოავლინა სრული არაკომპეტენტურობა და რეალობისგან სრული მოწყვეტა”- რას ამბობს გიორგი გახარა
  • “ექსპერტებს უთქვამთ, ისე იყვნენ ერთმანეთზე ჩახუტებულები, ძლივს დავაცილეთო” – რას ჰყვებიან რიონში, ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების შესახებ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge