Wednesday, November 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჩვენ გვჭირდება ღია საუბარი ევროკავშირთან – მაკა ბოჭორიშვილი

November 4, 2026
ჩვენ გვჭირდება ღია საუბარი ევროკავშირთან – მაკა ბოჭორიშვილი

დიალოგის გარეშე ევროკავშირს გაუჭირდება საქართველოში მიმდინარე პროცესების ობიექტური შეფასება – ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბრიუსელში ევრონიუსის მიერ ორგანიზებული, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისადმი მიძღვნილი ღონისძიება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო საქართველოსთვის, კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა ევროკავშირთან დიალოგისა და ღია საუბრის მზაობა.

„პირველ რიგში, ალბათ, აღსანიშნავია ის, რომ ღონისძიება თავად მნიშვნელოვანია. ევრონიუსზე როდესაც კეთდება განსაკუთრებული აქცენტი გაფართოების პოლიტიკაზე და საქართველო არის მოწვეული, ეს არის მნიშვნელოვანი, რაც მიანიშნებს იმას, რომ ბრიუსელში არის ინტერესი, ევროკავშირში არის ინტერესი, გარკვეულწილად, მოუსმინონ საქართველოს. ეს, რა თქმა უნდა, იყო კარგი შესაძლებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის და ეს მოსაწვევი გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღო მონაწილეობა ღონისძიებაში, რომელიც ეძღვნებოდა ევროკავშირის გაფართოების თემას და ორგანიზებული იყო ევრონიუსის მიერ,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან გაჟღერდა ქვეყნის პოზიცია ევროკავშირთან დიალოგის მნიშვნელობისა და ყველა საკითხზე ღია საუბრის მზაობის შესახებ.

„თავისთავად ფორმატი, რა თქმა უნდა, არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ყველა საკითხზე იყოს ყურადღება გამახვილებული, თუმცა იმ კითხვებზე, რაც დაისვა ქართული მხრიდან, გაჟღერდა პასუხები და რაც მთავარია, ქართული მხრიდან გაჟღერდა ის პოზიცია, რაც ჩვენ გვაქვს დიალოგთან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება ღია საუბარი ევროკავშირთან ყველა იმ საკითხზე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირს ეჩვენება პრობლემურად. აქედან გამომდინარე, ეს იყო მნიშვნელოვანი, რომ ქართული მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ჩვენი პოზიცია ღიაობასთან და მზაობასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვართ მზად ევროკავშირთან სასაუბროდ, დიალოგისთვის ყველა საკითხზე, რაც კი შეიძლება იდგეს ჩვენი ურთიერთობების დღის წესრიგში,“ – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს შესახებ ანგარიშზე, რომელსაც ევროკომისია წარადგენს. მისი განცხადებით, ქართულმა მხარემ ანგარიშის მოსამზადებლად ევროკავშირს ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა უცნობია, როგორ იქნება აღნიშნული ინფორმაცია გამოყენებული და ასახული დოკუმენტში.

„მე შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ იმ ერთი წლის ფაქტებზე დაფუძნებით გავაკეთო წინასწარი შეფასება მოლოდინთან დაკავშირებით, თუმცა, რა თქმა უნდა, რთულია შეფასებების გაკეთება, ვიდრე ანგარიში არ გამოქვეყნდება. ზოგადად, როგორც წარიმართა საქართველოსა და ევროკავშირის დიალოგის პროცესი, თავისთავად არ იძლევა შესაძლებლობას, რომ გაკეთდეს ობიექტური შეფასებები. დიალოგის გარეშე რთული იქნება შეფასებებიც. ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროკავშირს მივაწოდეთ ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მათ სჭირდებოდათ ანგარიშის მოსამზადებლად, თუმცა უცნობია, თუ როგორ იქნება ეს ინფორმაციები ასახული და გამოყენებული თავად ანგარიშში ან ანგარიშის დასკვნებში,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქართული სახელმწიფო მზად არის, რომ მონანიების და აღიარების შემთხვევაში ამ ადამიანებთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება – ირაკლი ხელაძე 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების გამო დაკავებულების შესახებ
  • “თხა კონცერტზე. ასე იყო, სწორედ. უბრალოდ ეს შეშლილი თხა იქ ჩვენი სამშობლოს წარმომადგენელი იყო”- რას ამბობს ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძეზე
  • თვითმფრინავში 16 წლის გოგონას მიმართ სავარაუდო სექსუალური დანაშაულის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge