4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ლაშა ბერიძემ გლდანის პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა, მურთაზ ზოდელავამ დატოვა პენიტენციური დაწესებულება.
ბერიძეს საპროცესო შეთანხმება 28 ოქტომბერს გაუფორმდა.
