2026 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.9% შეადგინა – ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.9%-ით განისაზღვრა.
რაც შეეხება პროდუქტებს,რომელიც სექტემბერში წლიურად ყველაზე მეტად გაძვირდა, ამჯერად ჩამონათვალში სურსათს ენერგომატარებლებმა გადაუსწრო. შესაბამისად, ათეულიც განსხვავებულად ფორმირდა.
უფრო კონკრეტულად, “ბიზნესპრესნიუსი” საქტატზე დაყრდნობით გთავაზობთ ჩამონათვალს, თუ რა გაძვირდა წელს სექტემბერში, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად:
გაზეთი – 67.6%
დიზელის საწვავი – 61.3%
პომიდორი – 37.5%
ბენზინი – 37.2%
თვითმფრინავით მგზავრობა – 35.2%
ჟურნალი – 30.1%
შებოლილი თევზი – 30%
შამპუნი – 26.4%
ხახვი – 25.3%
ელექტროენერგიის გადასახდელი – 22.7%
