ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი, დავით მჭედლიძე თანამდებობიდან გადადგა – ამის შესახებ ინფორმაცია “ბათუმელებს” მუნიციპალური ინსპექციის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
„დიახ, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა.“ – უთხრა “ბათუმელებს” უწყებამ.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ინსპექციის უფროსის მოვალეობას მოადგილე, მამუკა ქურიძე ასრულებს.
დავით მჭედლიძე ამ თანამდებობაზე ერთი წლის წინ, 2025 წლის ნოემბერში დანიშნეს. როგორც „ბათუმელებისთვის“ ცნობილია, ის აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის და მოქმედი შს მინისტრის, სულხან თამაზაშვილის კადრია. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე იგი პოლიციაში მუშაობდა.
