ესპანეთში მატჩის დროს მიღებული ტრავმის შედეგად 30 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა.
ტენერიფესა და ანდორას შეხვედრის მიწურულს მასპინძელთა თავდამსხმელი ხესუს დე მიგელი მეტოქის მეკარე ხესუს ოვონოს შეეჯახა და მოედანზე უგონოდ დაეცა
ფეხბურთელი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გზაში მას გული გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა რეანიმაციული ღონისძიებებით მისი გადარჩენა დროებით შეძლეს.
მატჩი შეწყდა, დე მიგელის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ღამის განმავლობაში კიდევ უფრო დამძიმდა. 3 ნოემბრის დილას ტენერიფემ 30 წლის თავდამსხმელის გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურა.
იხილეთ ვიდეო:
