აშშ-ში, ფლორიდის შტატში კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 9 ადამიანი ემსხვერპლა. მედიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის მომენტში გადაღებული კადრები ვრცელდება.
არსებული ინფორმაციით, earjet 60-ის ტიპის თვითმფრინავი ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინიდან ბაჰამის კუნძულების მიმართულებით მიფრინავდა.
ავიაკატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე პილოტმა საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურს შეატყობინა, რომ თვითმფრინავი სიმაღლეს კარგავდა.
ავიაკატასტროფის გამო ახლომდებარე დასახლებიდან 600-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მძმედ დაზიანდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, მათ შორის წყალსადენი მილები.
უბედური შემთხვევა 1-ელ ნოემბერს მოხდა, მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.
