თამაშდამოკიდებული ადამიანების თვითმკვლელობების სტატისტიკა საგანგაშოა – ორგანიზაციებმა, რომლებიც ლუდომანიის მძიმე შედეგების შესახებ ინფორმაციას აგროვებენ, ეკლესიის წარმომადგენლებს არსებული ფაქტები გააცნეს.
ვრცელდება საპატრიარქოში გამართული შეხვედრის ამსახველი ფოტოები და განხილული საკითხების ჩამონათვალიც. შეხვედრას მამა ანდრია ჯაღმაიძე და პატრიარქის მდივანი მაქაელ ბოტკოველი ესწრებოდნენ.
ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ თვითმკვლელობის რეალური მიზეზები ხშირად საზოგადოებისთვის უცნობი რჩება, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება კი ქვეყანაში ერთ-ერთ უმძიმეს პრობლემად იქცა. მისი თქმით, საპატრიარქო საკითხის წმინდა სინოდის სხდომაზე განხილვას გეგმავს.
“2025 წელს 150 სუიციდის ფაქტი განხორციელდა. 150 სუიციდიდან 20 პლიუს ზევით ასაკის იყო 125 მამაკაცი, დანარჩენი ქალბატონები. 2024 წელს ერთი არასრულწლოვანის სუიციდის ფაქტი ფიქსირდება. 115 მუხლით დაიწყება გამოძიება და შემდეგ უკვე მთავრდება ისე, რომ საზოგადოება, მედია, გარდა იმ შდა წრისა, ვერ იგებენ, რა იყო საფუძველი ამ ქმედების. ამიტომ ჩვენ ეს მონაცემები, გადავაწოდეთ, რა თქმა უნდა და საპატრიარქომ დაიჭირა სწორედ ის მხარე, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მთავრობამ. აზარტული მომგებიანი თამაშობების ონლაინ კაზინო, სლოტების ტრიალი არის ქვეყნის უბედურება. საპატრიარქო აპირებს სინოდის მოწვევას. მაღალი იერარქები საკმაოდ მკვეთრად აფიქსირებენ თავიანთ აზრს და სინოდზე იქნება ეს საკითხი განხილული” – ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი თამარ ჯაფარიძე.
დაპირების მიუხედავად, მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს ამ თემაზე საგანგებო შეხვედრა ამ დრომდე არ ჩაუნიშნავთ, თუმცა მეუფე ანტონი “პირველებთან” საუბარში აღნიშნავს, რომ საპატრიარქო საკუთარ პოზიციას აუცილებლად დააფიქსირებს.
“ნუ გავასწრებთ მოვლენებს, ჩვენ ვიტყვით ჩვენს სიტყვას” – ამბობს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი.
