თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, მამაკაცმა, რომელმაც საპატიმრო წინა დღეს დატოვა, ცოლზე ფიზიკურად იძალადა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.
შემთხვევა, წუხელ მოხდა. მამაკაცმა, რომელმაც საპატიმრო წინა დღეს დატოვა, მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცის მხრიდან ძალადობას, ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა, რის შემდეგაც მეზობლებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.
სამართალდამცველებმა მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ნაცემი ქალი კი ტერიტორიას გაარიდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126¹ მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
