Saturday, October 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ბერა ივანიშვილი საქართველოდან წავიდა – რა ინფორმაცია ვრცელდება მის წასვლასთან დაკავშირებით

October 31, 2026
“მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივმართე ძალიან მაღალი კომპეტენციის მქონე ადვოკატს…” – ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

ბერა ივანიშვილი საქართველოდან წავიდა – “მელაძის შაბათის ეთერის” ინფორმაციით, “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ვაჟმა ქვეყანა 21 ოქტომბერს დატოვა.  TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რეისი თბილისის-შანხაი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, საღამოს 9 საათზე უნდა აფრენილიყო, თუმცა ხომალდი, რომლითაც ბერა და მასთან ერთად მყოფები ქვეყანას ტოვებდნენ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2 საათისა და 35 წუთის დაგვიანებით აფრინდა. 

ვანო ხვედელიძე, ბერას კომპანიების დირექტორი და ახლა უკვე ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ გასულ ოთხშაბათს, თბილისი-შანხაის რეისით ქვეყანა ნამდვილად ივანიშვილის ვაჟმა დატოვა. თვითმხილველების მონათხრობის თანახმად, ივანიშვილის ვაჟთან ერთად მინიმუმ 12 კაციანი შემადგენლობა გაფრინდა – ცოლი, შვილები, ძიძები და სხვა დამხმარე პერსონალი.

“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, აეროპორტში იმყოფებოდა თავად ბიძინა ივანიშვილიც. ვიდრე ბერა ოჯახთან ერთად საქართველოს დატოვებდა, მისი სახელი არა ერთ ხმაურიან ამბავს დაუკავშირდა.

პირველი – მისი ახლო მეგობარი ძმების დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დაკავება იყო. კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ტყუპები უეცრად ერთ ღამეს და სხვადასხვა საქმეზე, ძალადობის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი მათ 10 მილიონი ლარის გათეთრების ბრალდება წაუყენეს.

ეჭვი რომ ძმები ფეიქრიშვილების დაკავება, ბერა ივანიშვილთან შესაძლო კონფლიქტს უკავშირდება, მათ დაპატიმრების შემდეგ, საჯარო სივრცეში, ტყუპების სახელით გავრცელებულმა ორმა წერილმაც გაამძაფრა. გზავნილების ადრესატი ბერას პროდიუსერი ამიკო ჯანელიძეა, რომელსაც სავარაუდოდ ტყუპი ძმები მომხდარის გამო ბოდიშს უხდიან და ციხიდან ერთ ერთის გათავისუფლებას სთხოვენ.​

ამასთან, 19 ოქტომბერს დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედამ თქვა რომ  მისი შვილები ციხეში სცემეს და ხელი დაადო “კაწროს”, იგივე ავთანდილ ბილანიშვილს, რომლის შვილის ნათლიაც ბერა ივანიშვილია. ასევე კრიმინალურ ავტორიტეტს ვატო ყიფიანს და მათთან ერთად კიდევ სამ პირს. მაშინ ნინო აბრამიშვილი ირწმუნებოდა, რომ ინტერესის საგანი, მისი შვილების ტელეფონში შენახული ინფორმაცია იყო და პირველად ახსენა სიტყვა კომპრომატები.

ჩინეთში გრძელვადიანი ტური რომ ივანიშვილის ინტერესებში არ შედიოდა, ამაზე საქართველოში მისი ბოლო დროინდელი აქტივობები მიუთითებს. გაფრენამდე 12 დღით ადრე, ბერა ივანიშვილმა დააფუძნა შპს ,,ჯიდიეს სტუდიო”,  აგვისტოში კი  თემურ უგულავას დაფუძნებული რადიო ქალაქის კომპლექსი შეიძინა. რეპერის კიდევ ერთი კომპანიის ახალი ოფისი, როსტომ მეფის სასახლეა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბერამ ქვეყანა 2021 წელსაც დატოვა, როდესაც “შაბათის ეთერმა” მისი, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერები გაასაჯაროვა. საქმე ეხებოდა  სკოლის ასაკის იმ მოსწავლეების დევნასა და ცემას, ვინც ბერას სოციალურ ქსელში შეურაცხყოფას აყენებდა. მაშინ თქვა, რომ მილიარდერის ვაჟი სამხრეთ კორეაში მიდიოდა. საბოლოოდ ჩვენ ვერ ვნახეთ ვერც დუეტი სამხრეთ კორეელ მომღერლებთან და ვერც ბერას შემოქმედებითი პროცესის აღმავლობა უკიდურეს აღმოსავლეთში, რამაც გაამძაფრა ეჭვები, რომ ბერა ქვეყნიდან მაშინ ფარული ჩანაწერების სკანდალს გაარიდეს.

ბერა საქართველოში, სამი წლისა და 6 თვის შემდეგ, 2024 წლის შემოდგომაზე დაბრუნდა. ამას დროში დაემთხვა დიდი ცვლილებები “ქართულ ოცნებაშიც”. აპრილში პარტიის თავმჯდომარეობიდან ღარიბაშვილი წავიდა, რასაც მოჰყვა დაკავებების სერია და ბერა ივანიშვილის გვარის საჯარო ხსენებაც. მილიარდერის ვაჟს, ყოფილებისგან ფულის ამოღების ერთ ერთ ორგანიზატორად ასახელებდნენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ირაკლი დემეტრაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა
  • თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
  • ცხოველთა მონიტორინგის სამსახური განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge