Saturday, October 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სტიქაროსნის გარდაცვალების საქმე – დედა პროკურატურისგან დამნაშავეების დასჯას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აანონსებს, რომ “სამართალს თავად აღასრულებს”

October 31, 2026
სტიქაროსნის გარდაცვალების საქმე – დედა პროკურატურისგან დამნაშავეების დასჯას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აანონსებს, რომ “სამართალს თავად აღასრულებს”

საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი სტიქაროსანის, თემო ხადურის დედა პროკურატურას რამდენიმედღიან ვადას აძლევს – ნინო გვიშიანი გვარაკიძის უწყებისგან უმოკლეს ვადებში ელოდება საბოლო პასუხს, რა ეტაპზეა გამოძიება და როდის დაისჯებიან ის პოლიციელები, რომლებსაც ოჯახი უმძიმეს დანაშაულში ამხელს.

შვილმკვდარი ქალი გუშინ პროკურატურაში იყო მისული, მაგრამ შეხვედრა ისე დამთავრდა, რომ ბურუსით მოცულ საქმეზე სიახლე ჯერჯერობით არაფერია. ოჯახი უკვე თვეებია ამბობს, რომ 23 წლის ბიჭი პოლიციელებმა დევნის ოპერაციის დროს მოკლეს, მაგრამ სავარაუდო დამნაშავეებს არავინ ეხება.

ნინო გვიშიანი ამბობს, რომ თუ პროკურატურა სამართალს არ აღასრულებს, მაშინ მისი ოჯახი იზამს ამას.

“ნუ მიგვიყვანთ მე და ჩემს ოჯახს იმ ზომამდე, რომ მთელი პასუხისმგებლობა ჩვენ ავიღოთ და ჩვენ აღვასრულოთ სამართალი” – ამბობს თემო ხადურის დედა.

მკვლელობის ფაქტს უშუალოდ ვერ ვადასტურებთ, ვინაიდან კამერები არის გამქრალი ამ კონკრეტული პირების მიერ. ნამუშევარი აქვთ უკვე და შესაბამისად, ჩემი შვილის მკვლელობის ფაქტს არავინ გადაიღებდა ახლა იქ – თემურ ხადურის ცემის ფაქტს, დევნა კი ჩანს. სამი დღის მანძილზე ჩემს შვილს ვეძებდით და დევნის შემდეგ, პოლიციელების გარდა იქ შეხება არავის არ ჰქონია ჩემს შვილთან.

თემურ ხადურის დედა დარჩა ამქვეყნად მაგისთვის, რომ ეს საქმე მიიყვანოს ბოლომდე. მე პირადად ამ სიტყვას ვამბობ, ნუ მიგვიყვანთ მე და ჩემს ოჯახს იმ ზომამდე, რომ მთელი პასუხისმგებლობა ჩვენ ავიღოთ და ჩვენ აღვასრულოთ სამართალი. ვიცი, რომ ამ ქვეყანაში არაერთი შვილმოკლული დედა სამართალს ვეძებთ და როდესმე დადგება თუ არა სამართალი, ეს უკვე დაუჯერებელია. დაგვიმტკიცეთ ჩვენ, რომ არსებობს ამქვეყნად სამართალი, თორემ ჩვენ ვეყოფით მარტო, შვილგარდაცვლილი მშობლები. თქვენ ხალხო შვილები არ გყავთ? – ეს მაინტერესებს, როგორც გძინავთ? როგორ ხედავთ თქვენს შვილებს თვალებში? მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ პროკურატურას მე და ჩემი ოჯახი შემდეგ ჩვენს ქმედებებს, რაც მოხდება. ეს არ მიიღო ვინმემ მუქარად. მე მაგისთვის დავრჩი ცოხალი. როგორც გინდა ისე მიიღეთ. ესენი არიან არა პოლიტიცელები, არამედ ფორმას ამოფარებული კრიმინალები, თერჯოლის პოლიციელები. ეს არ არის ერთი შემთხვევა, ძლაინ ბევრი შემთხვევაა, უბრალოდ ჩემი შვილის შემთხვევაში არ გაუმართლათ მაგ ჯალათებს, მაგრამ აუცილებლად დაისჯებიან უმკაცრესად. მე ამ საქმეს შევეწირები”, – განაცხადა ნინო გვიშიანმა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისი – თერჯოლის მაგისტრალზე მომხდარ ფაქტზე ჟურნალისტური გამოძიება “შაბათის ეთერმა” ერთი წლის წინ გამოაქვეყნა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ისნის მოსახლეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს
  • გიორგი ჩიკვაიძის საქმეში მოპოვებულია ახალი მტკიცებულება, რომელიც საგამოძიებო ორგანოს წარვუდგინეთ – ადვოკატი
  • არჩილ გორდულაძე ირწმუნება, რომ “საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად პარტიების აკრძალვა ერთადერთი გზაა”

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge