Saturday, October 31, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

19 წლის წინ გაუჩინარებული ქართველი დედა-შვილის შემზარავი მკვლელობა – რა მოხდა ათენის ერთ-ერთ ბინაში

October 31, 2026
19 წლის წინ გაუჩინარებული ქართველი დედა-შვილის შემზარავი მკვლელობა – რა მოხდა ათენის ერთ-ერთ ბინაში

ორი ქარ­თვე­ლი ქალი ათენ­ში გა­უ­ჩი­ნარ­და. დედა და ქა­ლიშ­ვი­ლი – 59 წლის ჟუ­ჟუ­ნა და 21 წლის ანა – 2007 წლის 6 ივ­ლი­სის შემ­დეგ აღა­რა­ვის უნა­ხავს. მათი კვა­ლი გაქ­რა, გა­მო­ძი­ე­ბა კი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უშე­დე­გოდ გრძელ­დე­ბო­და. არა­ვინ იცო­და, რომ ქა­ლე­ბი უკვე მოკ­ლუ­ლე­ბი იყ­ვნენ, მათი ცხედ­რე­ბი კი და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი და ნაგ­ვის პარ­კებ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი.

მხო­ლოდ 13 წლის შემ­დეგ, 2020 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, სა­ბერ­ძნე­თის პო­ლი­ცი­ამ ამ შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლის დე­ტა­ლე­ბი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა. გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლებ­ში აღ­წე­რი­ლი იყო, რო­გორ და­ახ­რჩვეს დედა-შვი­ლი, რო­გორ და­ა­ნა­წევ­რეს მათი ცხედ­რე­ბი და რო­გორ გა­აქ­რეს კვა­ლი. საქ­მე­ში პა­კის­ტა­ნის სამი მო­ქა­ლა­ქე ფი­გუ­რი­რებ­და, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თმა პო­ლი­ცი­ას მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბი თა­ვად უამ­ბო.

ყვე­ლა­ფე­რი ათე­ნის პეტ­რა­ლო­ნას რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე ბი­ნა­ში მოხ­და.

სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა, ფული და მუ­ქა­რა

გა­მო­ძი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ახალ­გაზ­რდა ანას ერთ-ერთ ბრალ­დე­ბულ­თან, ნა­ზიბ ულაჰთან, სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. თა­ვად ულა­ჰის ჩვე­ნე­ბით, ისი­ნი 2004-2006 წლებ­ში ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ურ­თი­ერ­თო­ბა დას­რულ­და.

ბრალ­დე­ბუ­ლი ამ­ტკი­ცებ­და, რომ და­შო­რე­ბის შემ­დეგ ანა და დე­და­მი­სი კა­ცის­გან ფულს ითხოვ­დნენ და ემუქ­რე­ბოდ­ნენ, რომ მის მე­უღ­ლეს მათი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ მო­უყ­ვე­ბოდ­ნენ.

მისი მო­ნა­თხრო­ბით, ქა­ლე­ბის­თვის 2007 წლის ივ­ნი­სამ­დე 21 500 ევრო ჰქონ­და გა­დახ­დი­ლი. ამ თან­ხას ემა­ტე­ბო­და სხვა ხარ­ჯე­ბიც – ქირა, ტან­საც­მე­ლი და სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო­ე­ბა.

ულა­ჰის თქმით, ქა­ლე­ბი მას მა­ში­ნაც არ მო­ეშ­ვნენ, რო­დე­საც მე­ო­თხე შვი­ლი შე­ე­ძი­ნა. მისი მტკი­ცე­ბით, ისი­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც მი­ვიდ­ნენ, 1 500 ევრო გა­მო­არ­თვეს, პას­პორ­ტი წა­არ­თვეს და მოგ­ვი­ა­ნე­ბით 10 000 ევრო მოს­თხო­ვეს.

ბრალ­დე­ბუ­ლის ვერ­სი­ით, გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბა­ში მან დახ­მა­რე­ბის­თვის თა­ვის ბიზ­ნეს­პარტნი­ორს, მუ­ხარ აჰ­მედს მი­მარ­თა. აჰ­მედ­მა უთხრა, რომ 10 000 ევ­როს სა­ნაც­ვლოდ შე­ეძ­ლო ქა­ლე­ბის სა­ბერ­ძნე­თი­დან გა­ძე­ვე­ბის სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა.

თუმ­ცა, ულა­ჰის მო­ნა­თხრო­ბის თა­ნახ­მად, ამ შე­თან­ხმე­ბის შემ­დეგ, მოვ­ლე­ნე­ბი სრუ­ლი­ად სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თარ­და.

სას­მე­ლი, სა­ძი­ლე აბე­ბი და თოკი
2007 წლის აგ­ვის­ტო­ში ულა­ჰი პეტ­რა­ლო­ნა­ში, სა­კუ­თარ ბი­ნა­ში მი­ვი­და. მისი ჩვე­ნე­ბით, იქ უკვე მუ­ხარ აჰ­მე­დი იმ­ყო­ფე­ბო­და. მა­გი­და­ზე ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი იდგა. აჰ­მედ­მა მა­საც და­უს­ხა და ფული გა­მო­არ­თვა. რო­დე­საც ულაჰ­მა იკი­თხა, სად იყ­ვნენ ანა და ჟუ­ჟუ­ნა, პარტნი­ორ­მა უპა­სუ­ხა, რომ მათ მე­ზო­ბელ ოთახ­ში ეძი­ნათ. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ულა­ჰი ამ­ტკი­ცებ­და, აჰ­მედს ქა­ლე­ბის­თვის სას­მელ­ში სა­ძი­ლე აბე­ბი ჩა­ე­ყა­რა.

თა­ვად ულა­ჰიც ამ­ბობ­და, რომ ორი ჭიქა ვის­კის სწრა­ფად და­ლე­ვის შემ­დეგ თავ­ბრუს­ხვე­ვა და­ე­წყო და ეჭვი ჰქონ­და, მის სას­მელ­შიც რა­ღაც იყო შე­რე­უ­ლი.

შემ­დეგ აჰ­მედ­მა ოთა­ხი­დან ჟუ­ჟუ­ნა გა­მო­იყ­ვა­ნა. ულა­ჰის ჩვე­ნე­ბით, მას კი­სერ­ზე თოკი გა­უ­კე­თა და გა­გუდ­ვა და­უ­წყო.

“შევ­ყვი­რე, რად­გან შე­ში­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ აჰ­მედ­მა მი­თხრა, რომ თუ მეც არ ჩა­ვერ­თვე­ბო­დი, ეს საქ­მე არ დას­რულ­დე­ბო­და“, – ასე აღ­წერ­და ულა­ჰი მომ­ხდარს.

მისი მტკი­ცე­ბით, სა­ბო­ლო­ოდ თა­ვა­დაც ჩა­ერ­თო მკვლე­ლო­ბა­ში. ჯერ ჟუ­ჟუ­ნა და­ახ­რჩვეს, შემ­დეგ კი ოთა­ხი­დან ანა გა­მო­იყ­ვა­ნეს და ისიც იმა­ვე მე­თო­დით მოკ­ლეს. მაგ­რამ ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სი იყო.

მე­სა­მე პირი და ხუთი შავი პარ­კი
ორი ქა­ლის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ აჰ­მედ­მა დახ­მა­რე­ბის­თვის სუფი რაჯა მო­იყ­ვა­ნა. სწო­რედ მისი ჩვე­ნე­ბა გახ­და საქ­მის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე ნა­წი­ლი. რაჯა პო­ლი­ცი­ას უყ­ვე­ბო­და, რომ სა­ბერ­ძნეთ­ში ჩას­ვლის შემ­დეგ ათე­ნის ომო­ნი­ას რა­ი­ონ­ში, სუვ­ლა­კის რეს­ტო­რან­ში მუ­შა­ობ­და. და­წე­სე­ბუ­ლე­ბა წარ­სულ­ში ულაჰ­სა და აჰ­მედს ეკუთ­ვნო­დათ.

მისი თქმით, ერთ სა­ღა­მოს აჰ­მე­დი რეს­ტო­რან­ში მი­ვი­და და სთხო­ვა, მას­თან ერ­თად წა­სუ­ლი­ყო, რად­გან პარტნი­ორს დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და. რა­ჯას არ უკი­თხავს, რა პრობ­ლე­მა იყო და თან გაჰ­ყვა.

პეტ­რა­ლო­ნა­ში, ულა­ჰის ბი­ნა­ში მი­სულს ია­ტაკ­ზე ორი გარ­დაც­ვლი­ლი ქალი დახ­ვდა. რო­გორც თა­ვად ამ­ბობ­და, მა­შინ­ვე ვერ მიხ­ვდა, ვინ იყო მე­ო­რე ქალი. შემ­დეგ აჰ­მედ­მა სამ­ზა­რე­უ­ლო­დან დიდი დანა მო­ა­ტა­ნი­ნა და ქა­ლე­ბის ცხედ­რე­ბის და­ნა­წევ­რე­ბა და­ა­ვა­ლა.

რა­ჯას ჩვე­ნე­ბით, მან ცხედ­რე­ბი პა­ტა­რა ნა­წი­ლე­ბად დაჭ­რა. შემ­დეგ სა­მი­ვემ სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი ხუთ დიდ შავ ნაგ­ვის პარკში მო­ა­თავ­სა. პარ­კე­ბი აჰ­მე­დის ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ბარ­გულ­ში ჩა­ა­წყვეს.

ულა­ჰის მო­ნა­თხრო­ბის მი­ხედ­ვით, ისი­ნი პი­რე­ა­ში წა­ვიდ­ნენ და პარ­კე­ბი სხვა­დას­ხვა ნაგ­ვის ურ­ნა­ში გა­და­აგ­დეს. ასე გაქ­რა დედა-შვი­ლის ცხედ­რე­ბის კვა­ლი.

13-წლი­ა­ნი დუ­მი­ლი და ერთი ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­მაც საქ­მე გახ­სნა
და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ პო­ლი­ცი­ამ მხო­ლოდ 2020 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე შე­ი­ტყო ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია. მკვლე­ლო­ბე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში შე­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ანა და ჟუ­ჟუ­ნა უბ­რა­ლოდ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლე­ბი კი არა, მოკ­ლუ­ლე­ბი იყ­ვნენ.

მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე პო­ლი­ცი­ამ სამი მა­მა­კა­ცის კვა­ლი მი­აკ­ვლია. მათ­გან ერ­თმა და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა, მე­ო­რე ყვე­ლა­ფერს უარ­ყოფ­და, მე­სა­მემ კი გა­მომ­ძი­ებ­ლებს მომ­ხდა­რის დე­ტა­ლე­ბი მო­უყ­ვა.

მუ­ხარ აჰ­მე­დი და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფ­და. მისი თქმით, ულა­ჰი ანა­ზე ეჭ­ვი­ა­ნობ­და და სწო­რედ ამი­ტომ ცდი­ლობ­და მკვლე­ლო­ბა­ში მის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას. აჰ­მე­დის ად­ვო­კა­ტი ალექ­სის კუ­გია კი ამ­ტკი­ცებ­და, რომ მის დაც­ვის ქვეშ მყოფს ქა­ლე­ბის მოკ­ვლის არა­ნა­ი­რი მი­ზე­ზი არ ჰქონ­და. ად­ვო­კა­ტის თქმით, მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ აჰ­მე­დი სა­ბერ­ძნეთ­ში დარ­ჩა, ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და და ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა­საც აგ­რძე­ლებ­და, ულაჰ­მა კი ქვე­ყა­ნა და­ტო­ვა.

2020 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში სა­ბერ­ძნე­თის პო­ლი­ცი­ამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­და, რომ 2007 წელს მომ­ხდა­რი ორ­მა­გი მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლი იყო. საქ­მე­ზე მა­სა­ლე­ბი პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­და­ეგ­ზავ­ნა.

დედა-შვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან 13 წლის შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ მათი კვა­ლი ათე­ნის ნაგ­ვის ურ­ნებ­ში გა­დაყ­რილ პარ­კებ­თან მი­დი­ო­და. თუმ­ცა მათი ცხედ­რე­ბი დღემ­დე ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

ambebi.ge-ს არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა სტა­ტია, სა­დაც მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, მა­ნა­ნა ჩი­ქო­ვა­ნი დე­ტა­ლუ­რად აღ­წერს ქა­ლე­ბის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ მომ­ხდარ ამ­ბებს. ის პი­რა­დად იც­ნობ­და მოკ­ლულ დედა-შვილს:

– ეს ძა­ლი­ან გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვი იყო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ბერ­ძნულ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში არა­ერ­თხელ გა­შუქ­და. ცნო­ბი­ლი ორ­სა­ა­თი­ა­ნი გა­და­ცე­მა “სი­ნათ­ლე გვი­რაბ­ში”, რომ­ლის მი­ზა­ნიც და­კარ­გუ­ლი ხალ­ხის მო­ძებ­ნაა, მთლი­ა­ნად ანა­სა და ჟუ­ჟუ­ნას მი­უ­ძღვნეს. მე ისი­ნი გა­ვი­ცა­ნი 1996 წელს, რო­დე­საც ახა­ლი ჩა­სუ­ლი ვი­ყა­ვი სა­ბერ­ძნეთ­ში. თა­ვა­დაც ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ძა­ლი­ან უჭირ­დათ.

ჟუ­ჟუ­ნა ისე­თი ლა­მა­ზი და კოხ­ტა ქალი იყო, ანი მა­შინ 9-10 წლის იქ­ნე­ბო­და. მახ­სოვს, თა­ვი­დან ბინა რომ იქი­რა­ვეს, ვერ გა­და­ი­ხა­დეს ქირა და მე­პატ­რო­ნეს ბავ­შვი­ა­ნად გა­რეთ გა­მო­უგ­დია ჟუ­ჟუ­ნა. ის ღამე ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში გა­უ­თე­ვი­ათ. ზო­გა­დად, ბავ­შვი­ან ქალს არ იღებ­დნენ მო­ხუ­ცე­ბის მომ­ვლე­ლე­ბად და მა­გი­ტომ გა­უ­ჭირ­და თა­ვი­დან.

შემ­დეგ რო­გორც იქნა მი­ი­ღო ერ­თმა ღვთის­ნი­ერ­მა ოჯახ­მა და თან­და­თან მოძ­ლი­ერ­და მა­ტე­რი­ა­ლუ­რად. მახ­სოვს, გა­ხა­რე­ბუ­ლი მხვდე­ბო­და ხოლ­მე გზა­ში, აი, მა­ნა­ნა, ფეხ­ზე ვდგე­ბით, მგო­ნიო. ვწვა­ლობ ჩემი ანის­თვი­სო. ბო­ლოს, რომ ვნა­ხე, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, მი­თხრა, დიდი ბინა მაქვს ნა­ქი­რა­ვე­ბი და დღი­უ­რად ვა­ქი­რა­ვე­ბო. ასე იქ­ცე­ვა ბევ­რი ქარ­თვე­ლი – ფულს რომ იშო­ვი­ან, და­მა­ტე­ბით შე­მო­სა­ვალს იჩე­ნენ.

განაგრძეთ კითხვა…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გიორგი ჩიკვაიძის საქმეში მოპოვებულია ახალი მტკიცებულება, რომელიც საგამოძიებო ორგანოს წარვუდგინეთ – ადვოკატი
  • არჩილ გორდულაძე ირწმუნება, რომ “საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად პარტიების აკრძალვა ერთადერთი გზაა”
  • სტიქაროსნის გარდაცვალების საქმე – დედა პროკურატურისგან დამნაშავეების დასჯას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აანონსებს, რომ “სამართალს თავად აღასრულებს”

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge