ახალგაზრდა ქალი გლდანის ჯგუფში წერს, რომ მის 12 წლის შვილს მგზავრმა სახეში გაარტყა, მხოლოდ იმიტომ რომ ადგილი არ დაუთმო.
“ამ ქალმა დღეს დაახლოებით ოთხი საათისთვის N518 მარშრუტკიდან ჩასვლისას ჩემს 12 წლის გოგოს სახეში დაარტყა, რატომ ადგილი არ დამითმეო.
ორივე მგზავრობდა ახმეტელის მეტროდან და ჩავიდნენ “გუდვილის” წინ. ბავშვი სკოლიდან მოდიოდა მძიმე ჩანთით. ან პატარა ბავშვს რატომ უნდა დაეთმო ადგილი, ან სხვას რატომ არ სთხოვდა დათმობას? მარტო რომ იყო, იმიტომ მოინდომა დაჩაგვრა.
უკანა გზაზე ბავშვმა იცნო ეს ქალი ავტობუსში და მაშინ გადავუღე სურათები. გადაღებას მიშლიდა მისი თანმხლები ქალი, ამიტომ უკეთესი ხარისხის არ გამომივიდა. კი მიიღო სიტყვიერი პასუხი, მაგრამ თქვენც იცნობდეთ ამ გაბოროტებულ უსინდისო არსებას,” – წერს გოგონას დედა.
