Friday, October 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პირველი ნოემბრიდან ევროკავშირის ბაზარზე შესულ ყველა ამანათზე საბაჟო მომსახურების ორევროიანი მოსაკრებელი დაწესდება

October 30, 2026
პირველი ნოემბრიდან ევროკავშირის ბაზარზე შესულ ყველა ამანათზე საბაჟო მომსახურების ორევროიანი მოსაკრებელი დაწესდება

ევროკავშირი პირველი ნოემბრიდან მის ბაზარზე შემოსულ ყველა ამანათზე ორევროიან საბაჟო მომსახურების მოსაკრებელს დააწესებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

მანამდე, ივლისში, ძალაში შევიდა სამევროიანი საბაჟო გადასახადი, რომელიც 150 ევროზე ნაკლები ღირებულების მცირე ამანათებს ეხება. ეს დროებითი ზომაა და 2028 წლამდე იმოქმედებს, ვიდრე საბაჟო კონტროლის ახალი საინფორმაციო სისტემა ამოქმედდება.

„ევრონიუსის“ ცნობით, ახალი ზომების მიღება ჩინური ონლაინპლატფორმებიდან, მათ შორის Temu-დან, Shein-იდან და AliExpress-იდან, იაფი პროდუქციის იმპორტის მკვეთრმა ზრდამ განაპირობა.

ახალი, ორევროიანი მოსაკრებელი ყველა ამანათზე გავრცელდება, მათი ღირებულების მიუხედავად. თანხა საბაჟო კონტროლთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას მოხმარდება და უკვე მოქმედ სამევროიან გადასახადს დაემატება.

მოსაკრებელს ონლაინპლატფორმები, გამყიდველები ან გადამზიდავი კომპანიები გადაიხდიან. თანხას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა შეაგროვებს. მიღებული შემოსავლის 75% ევროკავშირის ბიუჯეტში გადაირიცხება, დარჩენილი 25% კი წევრ ქვეყნებს დარჩებათ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
  • მოპასუხე პარტიების პოზიციებმა უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა მათი არაკონსტიტუციურობა და გაამყარა ჩვენი პოზიცია იმის შესახებ, რომ დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად ამ პარტიების აკრძალვა ერთადერთი გზაა – გორდულაძე
  • ცნობილია ბრალდებულის ვინაობა, რომელმაც ძმის ქორწილში გურამ ბოიკო მოკლა – რას ამბობს საქმის პროკურორი და რა დეტალები ხდება ცნობილი?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge