Friday, October 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის დედა განცხადებას ავრცელებს

October 30, 2026
გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის დედა განცხადებას ავრცელებს

სამი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც შეიქმნა საბჭო, რომელსაც საკითხი უნდა გადაეწყვიტა, თუმცა არაფერია გადასაწყვეტი, მოქმედებაა საჭირო და პროკურატურისგან რეაგირებას ველოდები, – ამის შესახებ გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის დედამ ნინო გვიშიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ექსპერტიზის დასკვნა გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ვერ ადასტურებს, თუმცა სხეულზე არსებული დაზიანებები და საქმის დეტალები პოლიციის მხრიდან შესაძლო დანაშაულსა და ფაქტების მიჩქმალვაზე მიუთითებს.

მოკლული სტიქაროსნის დედა გენერალურ პროკურორს საქმის ხელახალი და სამართლიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„სამი კვირა გავიდა დღეს ზუსტად, რაც შეიქმნა საბჭო, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა საკითხი და დღეს გავიგებ, რა გადაწყდა. არაფერი არ არის გადასაწყვეტი, მოქმედებაა საჭირო და ველოდები პროკურატურისგან მოქმედებას და რეაგირებას ამ საქმესთან დაკავშირებით. როგორც ვიცი, უშუალოდ ბატონი გიორგი გვარაკიძე იძიებდა ამ საქმეს და მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ბატონ გიორგი გვარაკიძეს: მიიყვანეთ ეს საქმე, ბატონო გიორგი, ბოლომდე, რასაც ხელი მოჰკიდეთ! მე, ქუთაისელი თემურ ხადურის დედა, არ გავჩერდები. ჩემი სიცოცხლე არის დამოკიდებული ამ საქმეზე. შევეწირები, ბოლომდე ვიბრძოლებ! პოლიციელები, ვინც გამოკითხულია და ვინც ცრუობს, ფაქტები გვაქვს იმისა, რომ იცრუეს. იქ გასროლაც მოხდა, იქ დევნაც მოხდა, რომელიც უარყვეს ამ პოლიციელებმა. შესაბამისად, რატომ უარყოფენ? ანუ დანაშაული არის ჩადენილი. ითანამშრომლონ გამოძიებასთან ამ ხალხმა. თუ არ არიან დამნაშავეები, თუ არ არიან ჩემი შვილის მკვლელები, თვითონ უნდა იყვნენ დაინტერესებულები. სამართალი ჩვენს ქვეყანაში როდის უნდა დადგეს, ხალხო, როდის?! ყველა შვილმკვდარი დედისთვის როდის უნდა დადგეს სამართალი, ქუჩაში როდემდე უნდა ვითხოვდეთ სამართალს?!

ჩემი შვილის მკვლელობა დღემდე არის ბუნდოვანი, სამედიცინო ექსპერტიზამ ვერ დაგიდასტურა ჩემი შვილი რით არის უშუალოდ გარდაცვლილი. ისე აქვს გაწერილი ექსპერტს, რომ მაინცდამაინც მკვლელობას ვერ ადასტურებენ, რა მოხდა, არის თუ არა ეს მკვლელობის მიზეზი. დაადასტურა მხოლოდ ის, რომ სახის მიდამოებში, კეფის მიდამოებში არის ნაცემი თემურ ხადური და აქვს კისრის არეში ჭრილობაც, დაახლოებით 9-12 სანტიმეტრამდე.

იგივე რჩება ჩემი მოთხოვნა, პროკურატურამ უნდა იმოქმედოს. ველოდები მათ მოქმედებას. მკვლელობას ვერ ვამტკიცებთ, ვინაიდან გამქრალია კამერები. დაფიქსირებული არის, რომ ჩემი შვილი არის ნაცემი, ხალხო და დევნა იყო პოლიციელების მხრიდან. ლაბუჩიძის, პოლიციის თანამშრომლის, ტყიბული-თერჯოლის პოლიციის მოადგილის მანქანაზე ქვა არის ნასროლი, გამოძიებამ დაადასტურა, რომ ეს იყო ჩემი შვილის მიერ. გზად ითხოვდა შველას თუ წაყვანას, ეს მდგომარეობა დღემდე ჩემთვის არის ბუნდოვანი”, – განაცხადა ნინო გვიშიანმა.

ცნობისთვის, გარდაცვლილი 23 წლის სტიქაროსანი თემურ ხადური 2024 წლის 25 აგვისტოს მას შემდეგ გაუჩინარდა, პოლიციის ავტომობილს ქვები დაუშინა და სამართალდამცველები დაედევნნენ. სამდღიანი ძებნის შემდეგ, 28 აგვისტოს, მისი ცხედარი მწყემსმა თერჯოლის სოფელ სიმონეთთან, მდინარეში იპოვა. რამდენიმე კვირის წინ დედის პროტესტის შედეგად სპეციალური საგამოძიებო საბჭო შეიქმნა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შეშფოთებას იწვევს პროცესები, რომელიც ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
  • საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორია იწერება, სადაც „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური გადატრიალების პარტიების აკრძალვით დაგვირგვინებას ცდილობს – გიორგი სიორიძე
  • პროგრესის მოლოდინი არ მაქვს, სანამ ეს ხელისუფლება მართავს ქვეყანას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა აზერბაიჯანი გახდა ლიდერი და საქართველოს ხელისუფლებას პოზიციების დაცვა არსად შეუძლია – სალომე სამადაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge