გამოქვეყნდა 2026 წლის სექტემბრის პატიმრების რაოდენობის სტატისტიკა – როგორც უფლებადამცველი გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში წერს, ამ სტატისტიკის თანახმად, სექსტემბერში აგვისტოსთან შედარებით პატიმრების რაოდენობა მაინც გაიზარდა, ხოლო 3 ციხეში კვლავ იმაზე მეტი პატიმარია, ვიდრე ამ ციხეებისთვის დადგენილი ლიმიტია.
გამოქვეყნდა 2026 წლის სექტემბრის პატიმრების რაოდენობის სტატისტიკა:
საქართველოში პატიმრების რაოდენობა სექტემბრის ბოლოს იყო 12,375 მიუხედავად იმისა, რომ 756 პატიმარმა დატოვა ციხე სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით პატიმრების რაოდენობა მაინც გაიზარდა 62-ით.
3 ციხეში (გლდანის მე-8, ქუთაისის მე-2 და ქსნის მე-15) კვლავ იმაზე მეტი პატიმარია, ვიდრე ამ ციხეებისთვის დადგენილი ლიმიტია.
ასევე, 2026 წლის სექტემბერში, არასაპატიმრო სასჯელისა და პრობაციის ღონისძიების შეფარდების შესახებ 1 428 პირის მიმართ იქნა გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილება. ჯამურად სექტემბერში 27 998 არაპატიმარი მსჯავრდებული ფიქსირდებოდა და ეს რიცხვიც მზარდია (აგვისტოში იგივე მაჩვენებელი 27 771 იყო)”, – წერს გიორგი ბურჯანაძე.
