Friday, October 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა გზაც აირჩია ქალბატონმა ხოშტარიამ, არის აბსოლუტურად მისი შეგნებული არჩევანი – ირაკლი ქადაგიშვილი

October 30, 2026
“მთავარია, ამ გამოსვლის შინაარსი როგორია – შინაარსი იყო ძალიან კარგი და ბრწყინვალე” – ირაკლი ქადაგიშვილი

რა გზაც აირჩია ქალბატონმა ხოშტარიამ, არის აბსოლუტურად მისი შეგნებული არჩევანი – მიზანი ჰქონდა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ მისთვის სახელმწიფო და კანონიერება არაფერს არ ნიშნავს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებას ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ ციხიდან განთავისუფლების მოთხოვნის შესახებ.

მისი თქმით, „იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ დემოკრატია არის კონსტიტუციური წყობისა და კანონიერების დარღვევით სიარული, მოსახლეობაში 0%-იანი რეიტინგი აქვთ”.

„როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია ხარ და როგორც თავად მიიჩნევენ, დგანან სამართლის მხარეს, ერთი რამე უნდა გააცნობიერო, რომ ის რა გზაც აირჩია ქალბატონმა ხოშტარიამ, არის აბსოლუტურად მისი შეგნებული არჩევანი.

ანუ მან შეგნებულად თქვა, რომ: მე საარჩევნო პროცესში ისეთ დარღვევას ჩავიდენ, რაც დასჯადი არის კანონით. შეგნებულად თქვა და დემონსტრაციულად გააკეთა.

ორი მიზანი ჰქონდა, რომ ამით გამოეწვია სახელმწიფო და კანონი, საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რომ მისთვის სახელმწიფო და კანონიერება არაფერს არ ნიშნავს.

ბუნებრივია, ამის გამო მას შეეფარდა შესაბამისი პასუხისმგებლობა. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო მაინც ჰუმანურად იყო განწყობილი და მას შეეძლო გირაოს გადახდა, შეწყალების მიღებაც. ეს მისი არჩევანი არის, რომ ყოფილიყო პატიმრობაში. არავის ის ძალდატანებით ამ გზაზე არ დაუყენებია და არ უბიძგებია.

აქედან გამომდინარე, როცა მისი ჯანმრთელობა, ვთქვათ, რაღაც მომენტში გაუარესდა, აქაც სახელმწიფომ კანონის მიხედვით იმოქმედა და ის გადაყვანილი იქნა პენიტენციური დაწესებულებიდან სამკურნალო დაწესებულებაში.

ის რომ ელენე ხოშტარია და ამ ტიპის ადამიანების პოლიტიკური კრედო დავიდა იქამდე, რომ სახელმწიფოს უნდა გამოუცხადონ სრული დაუმორჩილებლობა და ამით ჩამოანგრიონ კონსტიტუციური წყობა ქვეყანაში, არ არის მათთვის არანაირი ინდულგენციის საშუალება.

ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ დემოკრატია ეს არის კონსტიტუციური წყობისა და კანონიერების დარღვევით სიარული, იმათ იმიტომაც აქვთ 0%-იანი რეიტინგი მოსახლეობაში”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შეშფოთებას იწვევს პროცესები, რომელიც ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ისახავს მიზნად – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
  • საკონსტიტუციო სასამართლოში ისტორია იწერება, სადაც „ქართული ოცნება“ კონსტიტუციური გადატრიალების პარტიების აკრძალვით დაგვირგვინებას ცდილობს – გიორგი სიორიძე
  • პროგრესის მოლოდინი არ მაქვს, სანამ ეს ხელისუფლება მართავს ქვეყანას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა აზერბაიჯანი გახდა ლიდერი და საქართველოს ხელისუფლებას პოზიციების დაცვა არსად შეუძლია – სალომე სამადაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge