ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძისგან მონანიებას ითხოვს.
“აღიარონ, მოინანიონ და გავუშვებთ” – ასე უპასუხა მთავრობის მეთაურმა მსოფლიო ბანის პატიმრობის შესახებ დასმულ შეკითხვას.
როგორც კობახიძემ თქვა, ყოველგვარი მოთხოვნა უპირობო გათავისუფლებასთან დაკავშირებით, პრინციპულად ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს.
“ყველამ პატივი უნდა სცეს სამართლის უზენაესობას ჩვენ ქვეყანაში. ჩვენ ძალიან მკაფიო გზავნილი გვაქვს პატიმრებთან დაკაშვირებით – ვინც იყო ჩართული ძალადობაში, მათ შორის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებთან მიმართებითაც, ვინც იყო ჩართული ძალადობაში, ყევლას შეუძლია თავი დააღწიოს პატიმრობას, თუ იქნება მონანიება და აღიარება. იგივე ვრცელდება ბატონ ბურჭულაძეზეც – თუ იქნება მისი მხრიდან სინანულის გამოხატულება, მონანიება, აღიარება, ამ შემთხვევაში, ის ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს. ყოველგვარი მოთხოვნა უპირობო გათავისუფლებასთან დაკავშირებით, პრინციპულად ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს”, – განაცხადა კობახიძემ.
ევროპარლამენტარები პატიმრობაში მყოფი მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებას ითხოვენ.
როგორც ავსტრიელი ევროპარლამენტარი, ჰელმუტ ბრანდშტეტერი სოციალურ ქსელში წერს, სამ სხვა ავსტრიელ ევროპარლამენტართან ერთად ხელი მოაწერა პაატა ბურჭულაძის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების მოთხოვნას.
თავისუფლება პაატა ბურჭულაძეს! ევროპამ თვალი არ უნდა დახუჭოს, როდესაც დემოკრატიულ ხმებს ახშობენ, – წერს ის.
