Friday, October 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კომპანიამ ქუთაისის მერიისგან კონტრაქტი მიიღო, მფლობელმა კი “ქართულ ოცნებას” ფული ჩაურიცხა – TI

October 30, 2026
კომპანიამ ქუთაისის მერიისგან კონტრაქტი მიიღო, მფლობელმა კი “ქართულ ოცნებას” ფული ჩაურიცხა – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ცნობით, ივნისში, ბიზნესმენ ჯუსტალი ისიანის კომპანიამ ქუთაისის მერიისგან ₾465 000-იანი უკონკურენტო კონტრაქტი მიიღო, 2 თვის შემდეგ, 3 აგვისტოს კი ბიზნესმენმა ქართულ ოცნებას 55 000 ლარი შესწირა.

“2026 წლის 3 აგვისტოს ჯუსტალი ისიანმა ქართულ ოცნებას 55 000 ლარი შესწირა. ეს პარტიისთვის მისი პირველი შემოწირულება იყო. მანამდე, 8 ივნისს, ქუთაისის მერიამ ისიანის კომპანიასთან, შპს მშენებელი 2018-თან, ფურცელაძის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციაზე 465 000 ლარის ხელშეკრულება გააფორმა. ამ ტენდერში მშენებელი 2018 ერთადერთი პრეტენდენტი იყო. ჯუსტალი ისიანი კომპანიის 100%-იანი მფლობელია.

ტენდერის პირობით, პრეტენდენტს 2023 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე შესრულებული უნდა ჰქონოდა მინიმუმ 1.4 მილიონი ლარის ანალოგიური სამუშაოები. მშენებელი 2018-მა ეს მოთხოვნა იმ სამუშაოებით დააკმაყოფილა, რომლებიც 2024–2025 წლებში თავად ქუთაისის მერიის სამ ხელშეკრულებაზე ქვეკონტრაქტორის სტატუსით შეასრულა. მერიამ ეს ხელშეკრულებები სხვა კომპანიებთან გააფორმა და სამივე შემთხვევაში მშენებელი 2018-ის ქვეკონტრაქტორად აყვანაზე თანხმობა გასცა. სამიდან ორ ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი იყო”. – წერს TI.

ორგანიზაციის განცხადებით, ქუთაისის მერიას ჯუსტალი ისიანის კომპანიისთვის შესყიდვის კონტრაქტები პირდაპირ, ტენდერის გარეშეც აქვს გადაცემული.

“2022–2024 წლებში ქუთაისის მერიამ ისიანის კომპანიასთან გამარტივებული შესყიდვების 6 კონტრაქტი გააფორმა. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემებით, მათი ჯამური ღირებულება 423 468 ლარია. მათგან ხუთის (419 786 ლარი) საფუძვლად მერიამ „გადაუდებელი აუცილებლობა“ ან „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება“ მიუთითა.

აღსანიშნავია, რომ 17 ივნისს მშენებელი 2018-მა მდინარე რიონზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიაც მიიღო, რომელიც 29 მაისს უკონკურენტო ელექტრონულ აუქციონზე მოიგო”. – წერია TI-ს განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ოპოზიცია, დემოკრატიული პოლიტიკური ძალები ერთ ნავში ივანიშვილმა ჩასვა, ამის ფორსირება ივანიშვილს კი არ უნდა მოეხდინა, თავად ჩვენ, ოპოზიციას უნდა გაგვეკეთებინა – თინა ბოკუჩავა
  • დღეს საზოგადოება ნახავს, როგორ ხუხულასავით ჩამოენგრევა „ქართული ოცნებას“ ისედაც აბსურდული, ე.წ. არგუმენტი და რომ რეალური ბრალდება, თითქოს ოდესმე ჩვენს პარტიას კონსტიტუციის რომელიმე მუხლი დაერღვიოს, არ არსებობს – გიორგი შარაშიძე
  • გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკ-ი, ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სემეკ-თან, თუმცა უნდა დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას – ირაკლი კობახიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge