ეს გზა ტაძრამდე არ მიგიყვანთ! – ამ სიტყვებით მიმართა “ლელო-ძლიერი საქართველოს წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე “ქართულ ოცნების” წევრებს და მათ ხაზგასმის უთხრა, რომ იმ პროცესით, რასაც ახლა ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ აწარმოებენ, მილიონ მოქალაქეს არჩევანის უფლებას ართმევენ.
“ქართული ოცნების” დეპუტატებმა გააკეთეს თავიანთი არჩევანი, არჩევანი წაართვან სხვებს, მილიონ მოქალაქეს – ეს გზა ტაძრამდე არ მიგიყვანთ! ეს არის გზა დემოკრატიის დასამარებისკენ, გზა ისტორიის ბნელ მხარეში გაუჩინარებისკენ. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, დადგება ჟამი მომავლის იმედის დანერგვის, თუ მომავლის საძირკვლის დანგრევის.
“ქართული ოცნება” წლებია ცდილობს მთელი ოპოზიციის ერთ ქვაბში მოხარშვას – ნაცემა, შმაცებად და შმაცუნებად მოხსენიებას, ეს გახლავთ ირაკლი კობახიძის ციტატა, ომის პარტია და გლობალური ომის პარტია მოხსენიებას. ისიც ცხადია, რომ ამ სარჩელს პოლიტიკური სარჩული უდევს საფუძვლად, თუმცა ჩემი აზრით, “ქართული ოცნება” სამართლებრივად ვერ უნდა წავიდეს წინ, იმ თვალსაზრისით, რომ საერთოდ გაუგებრად ტოვებს ამ ერთიან ორგანიზმად მოხსენიების საჭიროებას. დღეს საქართველოს უკვე მოიხსენებიენ ელექტორალურ ავტოკრატიად, იმის გამო, რომ არჩევნების და პოლიტიკური პროცესები აღარ აკმაყოფილებს თავისუიფალი და სამართლიანი დემოკრატიის ძირითად სტანდარტებს”, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
