Thursday, October 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“განსაკუთრებით ირონიულია, როცა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ნიკა გვარამია აკრიტიკებს…”- რას ამბობს დავით ჩიხელიძე

October 29, 2026
“განსაკუთრებით ირონიულია, როცა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ნიკა გვარამია აკრიტიკებს…”- რას ამბობს დავით ჩიხელიძე

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, ნიკა გვარამიას მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა საკუთარი სახსრებით ქართული კულტურისა და ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენასა და შენარჩუნებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ არაერთი ისტორიული ძეგლი, რომელიც დღეს აღდგენილი და დაცულია, შესაძლოა, ივანიშვილის დახმარების გარეშე სრულად განადგურებულიყო ან უმძიმეს მდგომარეობაში ყოფილიყო.

მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ფინანსური მხარდაჭერა მხოლოდ კულტურით არ შემოიფარგლებოდა – ის ეხმარებოდა ქართულ ჯარს, მონაწილეობდა პოლიციის რეფორმის განხორციელებაში, ფინანსურად მხარს უჭერდა სოფლის მეურნეობასა და სხვადასხვა საზოგადოებრივ პროექტს.

„ნიკა გვარამიასგან ბიძინა ივანიშვილისთვის ქველმოქმედების დაწუნება განსაკუთრებული ცინიზმია. ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი სახსრებით ქართული კულტურისა და ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენასა და შენარჩუნებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. არაერთი ისტორიული ძეგლი, რომელიც დღეს აღდგენილი და დაცულია, შესაძლოა მის გარეშე სრულად განადგურებულიყო ან უმძიმეს მდგომარეობაში ყოფილიყო. მან მილიონები დახარჯა იმ მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად, რომელიც მხოლოდ ერთი ადამიანის კი არა, მთელი ქვეყნის კუთვნილებაა. მისი დახმარება მხოლოდ კულტურით არ შემოიფარგლებოდა. მან ფინანსური მხარდაჭერა გაუწია ქართულ ჯარს, რომლის მდგომარეობაც მანამდე, რბილად რომ ვთქვათ, მძიმე იყო და ჯარისკაცებს ელემენტარული აღჭურვილობაც არ ჰქონდათ. მონაწილეობდა პოლიციის რეფორმის განხორციელებაში, (ფინანსურად) ეხმარებოდა სოფლის მეურნეობას, აფინანსებდა სხვადასხვა საზოგადოებრივ პროექტს და საკუთარი სახსრებით აკეთებდა იმასაც, რისი უზრუნველყოფაც სახელმწიფოს უჭირდა, მაგრამ სახელმწიფოს ვალდებულება იყო. ის ამისთვის საკუთარ ფულად რესურსს იყენებდა და სანაცვლოდ სარგებელი არ მიუღია. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, მთავარი, წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს გასაკეთებელ საქმეს თვითონ აკეთებდა და ისე ზრუნავდა ქვეყანზე, როგორც საკუთრ ოჯახზე! განსაკუთრებით ირონიულია, როცა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას, ნიკა გვარამია აკრიტიკებს. ადამიანი, რომელიც მედია მენეჯერის პოზიციაზე 80 ათას ლარზე მეტ ხელფასს იღებდა, მაშინ როცა ჟურნალისტებს კაპიკებს უხდიდა. ქველმოქმედების გაუფასურება ადვილია, როცა თავად არ გესმის, რას ნიშნავს საკუთარი ფულით სხვისთვის, ქვეყნისთვის და მომავალი თაობებისთვის რაიმეს გაკეთება.“ – წერს ჩიხელიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანია, რომელიც საქართველოს პატრონობდა, მისთვის იმის დაბრალება, რომ ბიუჯეტის ხარჯზე ფული იშოვა, უტიფრობაა – დავით მათიკაშვილი
  • ძმის ქორწილში ახალგაზრდა კაცის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი წარედგინა
  • წავა თუ არა ოპოზიციის აკრძალვის საქმე ევროსასამართლოში – წოწორია კონვენციის 2 მუხლის დარღვევაზე საუბრობს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge