პოლონეთში საქართველოს 35 წლის მოქალაქის, ზურაბ ქვარცხავას ცხედარი ბინაში მეგობრებმა აღმოაჩინეს. სენაკელი ზურაბ ქვარცხავას ძებნა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მასთან დაკავშირება რამდენიმე დღის განმავლობაში ოჯახმა და მეგობრებმა ვერ მოახერხეს.
“ტვ პირველის” ინფორმაციით, 35 წლის ქართველი მამაკაცი ცოტა ხნის წინ ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ახლა ექსპერტებმა უნდა დაადგინონ, აქვს თუ არა ცხედარს ძალადობის კვალი.
მომხდართან დაკავშირებით, გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ბევრი ვერსია არსებობს.
“მოკლესო, გვითხრეს. აქ იყო 10 დღის უკან. აქ გაიზარდა, ჩვენთან იყო… ინფორმაცია იქიდან მოვიდა, ბინაშ მოკლესო…არაფერი ვიცი…, – ამბობს ქვარცხავას მეზობელი”, – განაცხადა “ტვ პირველთან” გარდაცვლილის ერთ-ერთმა ახლობელმა.