მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი მცირდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) 4 031 დოლარი ღირს. ეს კი დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასის 0.19%-იანი კლებაა.
ამასთან, მსოფლიო ბირჟებზე გრამი ოქროს ფასი 129.6 აშშ დოლარს შეადგენს, რაც დღიურ ჭრილში 0.19%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 52.94 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 1.26%-ით შემცირებული ფასია.
რა ღირს გრამი ოქრო საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოს, 29 ოქტომბრის მონაცემებით, ოქროს ფასი დაკლებულია. ამ დროისთვის, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში საშუალოდ, 313.67 ლარია, 750 სინჯის – 235.28 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 183.52 ლარი.
რაც შეეხება ვერცხლს, ოქტომბრის მონაცემებით, 1 გრამი 999 სინჯის ვერცხლი 3.68 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონის ფასი 3.22 ლარია
