Thursday, October 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მდინარე მტკვარზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება

October 29, 2026
მდინარე მტკვარზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მდინარე მტკვარზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება.

მისი თქმით, სამუშაოები შესრულდება ორ ლოკაციაზე: მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრადან“ შოთა შალიკაშვილის ხიდამდე არსებულ მონაკვეთში, ასევე, კოსმონავტების სანაპიროს 13ა-ს მიმდებარედ.

„მინდა, ერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას ეხება. სამუშაოების განხორციელების ძირითადი მიზანი მდინარე მტკვრის სანაპირო ზოლის გამაგრება და არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გაუმჯობესებაა. გასულ წელს გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მოხდა ჯებირების ჩანგრევა, მდინარე მტკვარმა საფუძველი გამოაცალა სანაპირო ზოლს, შექმნა გარკვეული პრობლემები, ჩაიტანა ტროტუარი. ჩვენ ჩავატარეთ შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რათა აღნიშნულ მონაკვეთებზე გადაადგილება ყოფილიყო უსაფრთხო. დღესაც გვაქვს ასეთ პრობლემური ადგილები, რომელსაც სჭირდება მოწესრიგება და უსაფრთხოების თვალსაზრისით შესაბამისი ღონისძიებების გატარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ სამუშაოები ითვალისწინებს ორივე მონაკვეთში ხიმინჯოვანი რკინაბეტონის ნაპირსამაგრი კედლების მოწყობას. მისივე თქმით, ასევე განახლდება არსებული მოაჯირები და მოწესრიგდება მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, გათვალისწინებულ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უახლოეს დღეებში დაიწყებს, სამუშაოების შესრულების ვადად კი ექვსი თვეა განსაზღვრული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბიძინა ივანიშვილის ნაწილში ყველას ვემიჯნები, ვისაც მის მიმართ ოდესმე პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონია – სამწუხაროდ, წინა მთავრობა ამაში იყო შემჩნეული – ნიკა გვარამია
  • ბრალი წარედგინა 7 პირს, რომლებიც კაცებს გაცნობის საბაბით შეხვედრებს უნიშნავდნენ, ჯგუფურად უსწორდებოდნენ და ძარცვავდნენ
  • გვარამიამ სხდომაზე ახსნა, რა ემუქრება ქვეყანას პარტიების აკრძალვის შემთხვევაში – მას სიტყვა გორდულაძემ რამდენჯერმე გაწყვეტინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge