ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა, თათია ჩირგაძე, სოციალურ ქსელში წერს:
„იმ საღამოს ქალბატონმა ჟოზეფინა (დოდო) ოდიშარიამ “სად გაიზარდეთ, თქვენ უზრდელებოო?!” – ასე მიმართა ბიჭებს, რომლებიც მხიარულად მიემართებოდნენ მანქანაში ჩასაჯდომად, რომლებმაც ბოდიშიც კი მოუხადეს ჟოზეფინას მის უადგილო, საბედისწერო შენიშვნაზე.
ბიჭების მხრიდან მასთან ურთიერთშელაპარაკებას ადგილი არ ჰქონია…
ქნ. ჟოზეფინამ და მისმა ოჯახმა ჩემი ოჯახი გაამწარა, ამ ზრდილობიან ბავშვებს უდიდესი ტკივილი მიაყენა ცხოვრების ყველაზე ლაღ და ბედნიერ პერიოდში! მისმა გაზრდილმა მკვლელმა შვილმა ოთხივე ბიჭი სასიკვდილოდ გაიმეტა!!
მე გავზარდე, მე! თქვენგან განსხვავებით კეთილი, თბილი, სიცოცხლით სავსე ნიკოლოზი!დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას თანადგომისთვის! სამართალი აუცილებლად უნდა აღსრულდეს!ღუნას ბიჭებო, მიყვარხართ!“,- წერს ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა, თათია ჩირგაძე.
