Thursday, October 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ძირითადად ცირკულირებს შემდეგი სახის ვირუსები”- პედიატრი მიმართვას ავრცელებს

October 28, 2026
“თუ ეს ჩივილები გაქვთ, უნდა მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე, სიცხის დამწევი საშუალებები”– ექიმის რეკომენდაცია

პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მიმართვას ავრცელებს:

„შემოდგომის დადგომასთან ერთად რესპირაციული ვირუსული ინფექციების შემთხვევებმა იმატა. მშობლები ხშირად მეკითხებიან: “გრიპი უკვე დაიწყო?“, “როგორ გავარჩიოთ გრიპი ჩვეულებრივი გაციებისგან?“ და “როგორ მოვუაროთ ბავშვს სახლის პირობებში?“

რა ვითარებაა ამჟამად?

2026 წლის ოქტომბრის ბოლო მონაცემებით, საქართველოში ძირითადად ცირკულირებს:
რინოვირუსი -ამჟამად ყველაზე გავრცელებული რესპირაციული ვირუსია, რომელიც უმეტესად იწვევს სურდოს, ცხვირის გაჭედვას, ცემინებასა და ხველას.

ადენოვირუსი-ხშირად მიმდინარეობს ცხელებით, ყელის ტკივილით, კონიუნქტივიტით, ზოგჯერ დიარეითაც.
პარაგრიპის ვირუსი-განსაკუთრებით საყურადღებოა მცირეწლოვან ბავშვებში, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ლარინგიტი და ცრუ კრუპი.

რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი (RSV)-ჩვილებში შეიძლება გამოიწვიოს ბრონქიოლიტი, ხიხინი და სუნთქვის გაძნელება.

კორონავირუსი-კვლავ ცირკულირებს და შესაძლოა გამოვლინდეს როგორც მსუბუქი გაციებით, ისე უფრო გამოხატული რესპირაციული სიმპტომებით.  გვხვდება თუ არა გრიპი?
სეზონის დასაწყისში A ტიპის გრიპის ცალკეული შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა ოქტომბრის ბოლო კვირების მონაცემებით მისი აქტიური გავრცელება ჯერ არ დასტურდება. გრიპის შემთხვევების მატება მომდევნო თვეებშია მოსალოდნელი.

როგორ ამოვიცნოთ გრიპი?

გრიპისთვის უფრო დამახასიათებელია დაავადების უეცარი დასაწყისი, მაღალი ტემპერატურა, თავისა და კუნთების ტკივილი, ძლიერი სისუსტე და მშრალი ხველა.

ჩვეულებრივი გაციებისას კი ხშირად წამყვანია სურდო, ცემინება, ყელის დისკომფორტი და შედარებით მსუბუქი საერთო მდგომარეობა.

თუმცა მხოლოდ კლინიკური ნიშნებით ვირუსის ზუსტი იდენტიფიცირება ყოველთვის შეუძლებელია.  როგორ ვუმკურნალოთ ბავშვს სახლის პირობებში?

თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არ აღენიშნება საგანგაშო ნიშნები:
მიეცით საკმარისი სითხე, ჩვილებში გააგრძელეთ ძუძუთი კვება ან ფორმულა.
უზრუნველყავით დასვენება, ოთახის განიავება და კომფორტული ტემპერატურა.
ცხვირის გაჭედვისას გამოიყენეთ ფიზიოლოგიური ხსნარი.
ცხელებისა და დისკომფორტის დროს გამოიყენეთ პარაცეტამოლი ან, 6 თვის ასაკიდან, იბუპროფენი ასაკისა და წონის შესაბამისი დოზით.

1 წელზე უფროს ბავშვებში ხველის შესამსუბუქებლად შეიძლება თაფლის გამოყენება.

არ გამოიყენოთ ანტიბიოტიკი ექიმის დანიშნულების გარეშე ვირუსებზე ის არ მოქმედებს.

არ არის რეკომენდებული ბავშვებში ასპირინი და თვითნებურად ხველის საწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატები.  როდის უნდა მივმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ?

თუ ბავშვს აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, ტუჩების სილურჯე, გამოხატული მოდუნება, გაუწყლოების ნიშნები, კრუნჩხვა ან მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება, აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო შეფასება.
3 თვემდე ასაკის ჩვილში 38°C ან მეტი ტემპერატურა დაუყოვნებელი შეფასების საფუძველია.  როგორ დავიცვათ ბავშვები?

გრიპის პრევენციის ყველაზე ეფექტიანი სპეციფიკური საშუალებაა ყოველწლიური ვაქცინაცია, რომელიც რეკომენდებულია 6 თვის ასაკიდან.

ასევე მნიშვნელოვანია ხელების ჰიგიენა, დახურული სივრცეების განიავება, ავადმყოფ ადამიანებთან ახლო კონტაქტის შეზღუდვა და სიმპტომების მქონე ბავშვის სახლში დატოვება.ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ანონიმურ კომუნიკაციას ვინარჩუნებ…“ – სიახლეები გურამ დადიანიძის საქმეში
  • “ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ”- რას აცხადებს იუსტიციის მინისტრი დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით
  • „მთელი ამ წლების განმავლობაში ვდუმდი…“ – ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილს პასუხობს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge