Wednesday, October 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს, რა ხდებოდა საქართველოში 2004–2012 წლებში – არ უნდა დაავიწყდეს…”- ნიკოლოზ მეტრეველი

October 28, 2026
“საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს, რა ხდებოდა საქართველოში 2004–2012 წლებში – არ უნდა დაავიწყდეს…”- ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თემაზე სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ირონიულ ვიდეოებს ეხმაურება და აცხადებს, რომ დაზარალებული ოჯახების ტრაგედიების გაშარჟება მათი ტკივილის შეურაცხყოფაა.

მეტრეველის თქმით, კომისიის სხდომებზე საუბარი იყო წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, უკანონო პატიმრობასა და ქონების ჩამორთმევაზე. მისივე თქმით, პოლიტიკური უთანხმოება არ ამართლებს იმ ადამიანების ისტორიების დაცინვას, რომლებმაც საკუთარ ტრაგედიებზე საჯაროდ ისაუბრეს.

„სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანების ტრაგედიით დაცინვა?! სოციალურ ქსელებში საგამოძიებო კომისიის თემაზე ირონიულ ვიდეოს ატრიალებენ და ცდილობენ, მთელი ეს უმძიმესი პროცესი რაღაც იაფფასიან წარმოდგენად აქციონ. თითქოს ამ კომისიაზე არაფერი მომხდარა, თითქოს საზოგადოებას არ მოუსმენია ადამიანების სულისშემძვრელი ისტორიები, თითქოს არ გვინახავს შვილმკვდარი მშობლების ტკივილი, განადგურებული ოჯახების ტრაგედია და ადამიანების მონათხრობი იმის შესახებ, როგორ დაუნგრიეს ცხოვრება. ნუთუ ამ ადამიანების ტკივილი ვინმესთვის სასაცილოა?! საგამოძიებო კომისიაზე საუბარი იყო წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, უკანონო პატიმრობაზე, საკუთრების ჩამორთმევასა და ხელისუფლების ძალადობის შედეგად დაზარალებული ადამიანების ბედზე.

ეს არ ყოფილა უბრალოდ პოლიტიკური დებატები. ეს იყო კონკრეტული ადამიანების ისტორიები, რომლებსაც საკუთარი შვილების, მშობლების, ოჯახის წევრებისა და დაკარგული წლების დაბრუნება აღარ შეუძლიათ. და ამ ყველაფრის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ წარსულზე სერიოზული მსჯელობა გაიმართოს, ვხედავთ მცდელობას, მთელი საკითხი დაცინვისა და პოლიტიკური მასხარაობის საგნად აქციონ. სად არის სინანული? სად არის პასუხისმგებლობის აღიარება? სად არის თუნდაც ელემენტარული პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც გაბედეს და საჯაროდ მოჰყვნენ საკუთარი ტრაგედიები?! პოლიტიკური დაპირისპირება ერთია, მაგრამ ადამიანური ტრაგედიის გაუფასურება, სრულიად სხვა. შეიძლება არ ეთანხმებოდე საგამოძიებო კომისიის პოლიტიკურ შეფასებებს, შეიძლება აკრიტიკებდე მის საქმიანობასაც, მაგრამ ეს ვერ გახდება იმ ადამიანების მონათხრობის აბუჩად აგდების გამართლება, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოცდილი ძალადობის შესახებ ისაუბრეს. განსაკუთრებით მძიმეა იმის ყურება, როდესაც წარსულში ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები და მხარდამჭერები ამ ისტორიებზე სერიოზული პასუხების გაცემის ნაცვლად საკითხის გაშარჟებას ცდილობენ.

ასეთი დამოკიდებულება დაზარალებულებმა სრულიად სამართლიანად შეიძლება აღიქვან როგორც მათი ტკივილის ხელახალი შეურაცხყოფა. საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს, რა ხდებოდა საქართველოში 2004–2012 წლებში. არ უნდა დაავიწყდეს ძალადობის მსხვერპლთა ისტორიები, მათი ოჯახების ბრძოლა სიმართლისთვის და ის მძიმე შედეგები, რომლებზეც საგამოძიებო კომისიაზე საუბრობდნენ. პოლიტიკურ ძალას შეუძლია საკუთარი წარსულის დაცვა, მაგრამ არ შეუძლია ადამიანებს მოსთხოვოს საკუთარი ტკივილის დავიწყება. გავიმეორებ: ადამიანების ტრაგედია არ არის კომედია. მათი ტკივილი არ არის პოლიტიკური გასართობი. და არც ერთი სასაცილო ვიდეო ვერ წაშლის იმ მძიმე ისტორიებს, რომლებიც საქართველოს უახლესი ისტორიის ნაწილად დარჩა“, – წერს მეტრეველი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ზოგს ჩემი ბრძოლის სტილი არ მოსწონს, ზოგს – ცხვირი, ზოგს – მეტყველება და ამის გამო მლანძღავენ… ქართველისგან ძალიან სამწუხაროა, გულგასატეხია” – მერაბ დვალიშვილი “ჰეითერებს” მიმართავს
  • „10 სექტემბერს დასამთავრებელი სამუშაოები, 22 ოქტომბერსაც დაუსრულებელი იყო“ – რუსთაველის გამზირზე სამუშაოების შემსრულებელი კომპანია კიდევ 6-ჯერ დაჯარიმდა
  • “ძალიან მძიმე წუთებია” – რა ახალი დეტალები ვრცელდება 24 წლის ბიჭზე, რომელიც ძმის ქორწილში მოკლეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge