Wednesday, October 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ქართულ ოცნებას” შეუძლია, მისი სურვილის მიხედვით ნებისმიერ დროს დააყენოს რომელიმე პირის ინდივიდუალურად აკრძალვის საკითხი” – რას აცხადებს მაია კოპალეიშვილი

October 28, 2026
“ქართულ ოცნებას” შეუძლია, მისი სურვილის მიხედვით ნებისმიერ დროს დააყენოს რომელიმე პირის ინდივიდუალურად აკრძალვის საკითხი” – რას აცხადებს მაია კოპალეიშვილი

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა გრძელდება. „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, მაია კოპალეიშვილის განცხადებით, ეს განგრძობადი პროცესია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გზას უხსნის, მომავალში კონკრეტული პოლიტიკოსების ინდივიდუალური აკრძალვისა და საარჩევნო უფლების ჩამორთმევის საკითხი დააყენოს.

ამასთან, პოლიტიკოსის თქმით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვით ამომრჩევლის 40%-ზე მეტის კონსტიტუციური უფლება იზღუდება.

“მართალია, დღევანდელი სამართალწარმოება მხოლოდ კონსტიტუციური სარჩელის საკითხს განიხილავს და მოთხოვნას განიხილავს, მაგრამ ეს განგრძობადი წარმოებაა, რამეთუ შემდეგ “ქართულ ოცნებას” შეუძლია, მისი სურვილის მიხედვით ნებისმიერ დროს დააყენოს რომელიმე პირის ინდივიდუალურად აკრძალვის საკითხი, თუნდაც შეუზღუდოს მას არჩევნებში მონაწილეობა. ეს ასევე განაპირობებს იმას, რომ ჩვენი, როგორც ამომრჩევლების უფლებაც იზღუდება, იმიტომ, რომ ჩვენ რომელ პარტიებსაც ვუჭერთ მხარს, წარმოიდგინეთ, 2024 წლის არჩევნებისთვის 40%-ზე მეტმა დაუჭირა ოპოზიციურ პარტიებს მხარი, ანუ ის ადამიანებიც რჩებიან შესაბამისი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობის გარეშე” – ამბობს მაია კოპალეიშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა განახლდა. დღევანდელ პროცესზე სასამართლო „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებებს ისმენს. საქმეს, რომელიც პარლამენტის 88 წევრის სარჩელის საფუძველზე 21 ოქტომბრიდან განიხილება, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შვიდი მოსამართლის შემადგენლობით სწავლობს. უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოს“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ფედერალისტების“ აკრძალვას ითხოვს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გაზსადენის დაზიანების გამო 11 500 მომხმარებელს ბუნებრივი აირი შეუწყდა
  • “სარჩელის დაკმაყოფილება „პანდორას ყუთს“ გახსნის”- მაია კოპალეიშვილი
  • კახეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს — ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge