Wednesday, October 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

Yandex Go-ს მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დაუდგინდა – კომპანიას დარღვევების გამოსასწორებლად 1 თვე მიეცა

October 28, 2026
Yandex Go-ს მომხმარებელთა უფლებების დარღვევა დაუდგინდა –  კომპანიას დარღვევების გამოსასწორებლად 1 თვე მიეცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ (Yandex Go-ს) მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის დარღვევა დაუდგინა.

სააგენტოს მიერ შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ Yandex Go-ს პლატფორმაზე მომხმარებლებს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია სრულად არ მიეწოდებოდათ. კერძოდ, არასათანადოდ იყო წარმოდგენილი ინფორმაცია მოვაჭრის ვინაობისა და საკონტაქტო მონაცემების შესახებ.

გარდა ამისა, სააგენტომ უსამართლოდ მიიჩნია კომპანიის სტანდარტული სახელშეკრულებო პირობები, რომელთა მიხედვითაც, სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა მძღოლს ეკისრებოდა.

GCCA-ის შეფასებით, მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი თავად მოვაჭრეა.

სააგენტომ ასევე უსამართლოდ მიიჩნია პირობა, რომელიც კომპანიას მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე მომსახურების პირობების ცალმხრივად შეცვლის შესაძლებლობას აძლევდა.

GCCA-ის განმარტებით, Yandex Go სატრანსპორტო მომსახურების მიმწოდებელ მოვაჭრედ უნდა განიხილებოდეს და არა მხოლოდ შუამავლად. შესაბამისად, კომპანიამ მომხმარებლებს საკუთარი სტატუსისა და მომსახურების შესახებ სრული და გასაგები ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. ამასთან, მომხმარებლებს მკაფიოდ უნდა განემარტოთ დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება და მისი გამოყენების პირობები.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად, საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოსაყვანად და მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღსადგენად 1 თვე განესაზღვრა.

კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, კომპანიას ჯარიმა დაეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური
ბრუნვის 2%-ს.

ცნობისთვის, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, „რაიდტექ ჯორჯია“ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებულ შპს Y.E. HOLDING LIMITED-ს ეკუთვნის. კომპანიის დირექტორია არამ მხითარიანი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გაზსადენის დაზიანების გამო 11 500 მომხმარებელს ბუნებრივი აირი შეუწყდა
  • “სარჩელის დაკმაყოფილება „პანდორას ყუთს“ გახსნის”- მაია კოპალეიშვილი
  • კახეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს — ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge