“4 ოქტომბრის პროვოკაცია „ქართული ოცნების“ ოფისში, მამუკა მდინარაძის ორგანიზებით დაიგეგმა“ – ამის შესახებ გახარიას გუნდის წევრმა ვიკა ფილფანმა პარლამენტში განაცხადა.
არჩილ გორდულაძის განცხადების საპასუხოდ, ფილფანმა განმარტა, რომ მისი გუნდის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება სწორედ 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდება, რომლებიც, მისი შეფასებით, ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებსა და ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებდა.
ბატონო ლევან, დიახ, ჩვენ პარლამენტში შემოვედით იმიტომ, რომ თქვენს მიერ მოწყობილი, დაორგანიზებული, თქვენი ძალიან ახლო მეგობრის, მამუკა მდინარაძის თაოსნობით დაორგანიზებული პროვოკაცია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, 4 ოქტომბერი, რომელიც აზიანებდა სახელმწიფო ინტერესს და დააზიანა როგორც ამ ქვეყნის ევროინტეგრაცია, ამ ქვეყნის მოქალაქეები და ამ ქვეყნის ყველა საუკეთესო ინტერესი, ჩვენ ამის გადასარჩენად შემოვედით. ჩვენ არათუ ვემიჯნებოდით, ჩვენ ვგმობდით და წინასწარ ვამბობდით კიდეც, რომ 4 ოქტომბრის პროვოკაცია იყო “ქართული ოცნების” ოფისში დაგეგმილი პროვოკაცია მამუკა მდინარაძის ორგანიზებით, რომელიც აღიარა კიდეც მამუკა მდიონარაძემ, – თქვა ვიკა ფილფანმა.
