სემეკს უფლებამოსილება ენიჭება, როგორც წყალმომარაგების, ასევე ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მოხმარებული მოცულობების მიხედვით განსხვავებული ტარიფები დაადგინოს.
პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს პროექტს, რომლის მიხედვით, სემეკი უფლებამოსილი იქნება 2036 წლის 1-ელ იანვრამდე – წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1-ელ იანვრამდე ბუნებრივი გაზის შემთხვევაში, ტარიფის დადგენის დროს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებულ მოცულობის მიხედვით განსხვავებული მომსახურების ღირებულება დაადგინოს.
