ენმ-ს წევრის თქმით, მოსარჩელე მხარე პარტიას ედავება იმ ადამიანების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც თავად “აიყვანეს სასამართლოების მწვერვალებზე” – ამ კონტექსტში ანა წითლიძე ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეზე საუბრობს.
“გამოდის რომ „ოცნებისთვის“ მურუსიძისა და ჩინჩალაძის საქმიანობა 2012 წლამდე დანაშაულია, 2012 წლის შემდეგ კეთილსინდისიერება “- ამბობს წითლიძე.
“ახლა ვისაუბროთ ელემენტარულ სამართლებრივ ლოგიკაზე, რომელსაც ეს საკონსტიტუციო სარჩელი ფეხქვეშ თელავს. თუკი მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ ამ პერიოდში სასამართლო სისტემა იყო მორჩილი, არადემოკრატიული და უსამართლო განაჩენებს იღებდა, ჩნდება მარტივი, ლოგიკური და სამართლებრივი კითხვა -ვინ იყვნენ ამ სისტემის არქიტექტორები და შემოქმედები? ლევან მურუსიძე და მიხეილ ჩინჩალაძე, სწორედ ისინი იყვნენ ამ პერიოდის სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი იერარქები, რომლებიც ხელს აწერდნენ და განკარგავდნენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომელსაც დღეს “ქართული ოცნება” დანაშაულად გვიფასებს. სად არის აქ სამართლებრივი ლოგიკა?”- განაცხადა წითლიძემ.
ანა წითლიძეს მოსამართლე რევაზ ნადარაია ჩაეკითხა, თუ რას გულისხმობდა ის ხელის მოწერასა და განკარგვაში?
