ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ გიორგი პატარიძის თანამდებობიდან გადაყენება საკმარისი არ არის და საჭიროა, მისი პასუხისგებაში მიცემა.
ნინო აბრამიშვილი შალვა პაპუაშვილსაც მიმართავს და ახსენებს იმას, რომ “ერთ დროს ღარიბაშვილიც “დუღდა“ ქვეყანაში და თავი ყოვლისშემძლე ეგონა, თუმცა, დღეს ციხეშია. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ხვალა ისინიც აღმოჩნდნენ მის ადგილას.
მივმართავ შალვა პაპუაშვილს, ბატონო შალვა, როდესღაც ღარიბაშვილი ამ ქვეყანაში დუღდა, ეგონა რომ ყოვლისშემძლეა, მაგრამ ახლა ციხეშია, არ არის გამორიცხული, რომ ხვალ თქვენც მოხვდეთ ციხეში, ღმერთმა დაიფაროს, რომ თქვენ, საკნებში ვინმემ გადაგიტეხოს სამი მალა, ჩაგინგრიოს გულ-მკერდი, მოგაყენოს ასეთი ჭრილობები და თქვენი დედა, ჩემსავით იდგეს, ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ ამ ქვეყანაში ყველაფერი შესაძლებელია. ამიტომ, ძლიან გთხოვთ, როცა რაღაცას ამბობთ და წარმოთქვამთ, ჩემ შვილს რაც გაუკეთეს, ეს არის სახელმწიფო დანაშული. რეალურად შეხედეთ, ამას ვერ ჩაფარცხავთ და ის რომ გინდათ, რომ ამოურეცხოთ პირი პენიტენციური სისტემის უფროსს, რომელსაც დღეს “გაპრავების“ უფლებას აძლევთ, ჯერ თქვით, რომ უფლება-მოსილება შეუჩერდეს, ახლა მესმის, რომ თურმე, თავისი განცხადებით მიდის, თავისი განცხადებით სად მიდის, საკანში? ამაზე მეტი აქვთ ვინმეს დანაშაული ჩადენილი, რაც მაგან ჩაიდინა და მაგის უფროსობის დროს ჩაიდინეს? რატო არ იჭერთ? ქუჩაში და ტროტუარზე რომ დადგები და რაღაცას იტყვი, ეგრევე ჩაგტენიან მანქანაში, მიგიყვანენ იზოლატორში და ამას “უპრავებენ“, უნდა თავისი ნებით წავა, უნდა შენი ჭირიმე წადი, თან თურმე შალვა პაპუაშვილი უწმენდავს პირს, რომ აუცილებელი კი არ არის ფეიქრიშვილი საკანში ცემეს, აბა სად ცემეს? ცოტა ხომ უნდა გაატოკოთ ტვინები, – ამბობს ნინო აბრამიშვილი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ გიორგი პატარიძემ პენიტენციური სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა.
