Monday, October 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სახალხო დამცველი დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტზე იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაწყებული გამოძიების პროკურატურისთვის დაქვემდებარებას მიესალმება

October 26, 2026
სახალხო დამცველი დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტზე იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაწყებული გამოძიების პროკურატურისთვის დაქვემდებარებას მიესალმება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტზე იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაწყებული გამოძიების პროკურატურისთვის დაქვემდებარებას მიესალმება.

როგორც იოსელიანი აღნიშნავს, სახალხო დამცველის აპარატმა 2026 წლის 22 და 23 ოქტომბერს გენერალურ პროკურატურას წერილობით მიმართა და მიაწოდა ძმების – დავით და გიორგი ფეიქრიშვილებთან გასაუბრებისას შედგენილი დეტალური ოქმები, სადაც ისინი მათ მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობენ.

„სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებას, ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების პროკურატურისთვის დაქვემდებარების შესახებ. აღნიშნულის თაობაზე 2026 წლის 26 ოქტომბერს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გახდა ცნობილი.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ 2026 წლის 22 ოქტომბერს საჯაროდ მიმართა საქართველოს პროკურატურას, რათა საქმის გამოძიება პროკურატურის ორგანოებისთვის დაექვემდებარებინა, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვის მიზნებისთვის.

გარდა ამისა, 2026 წლის 22 და 23 ოქტომბერს სახალხო დამცველის აპარატმა წერილობითაც მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და მიაწოდა ძმების – დავით და გიორგი ფეიქრიშვილებთან გასაუბრებისას შედგენილი დეტალური ოქმები, სადაც ისინი დავით ფეიქრიშვილის მიმართ, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით საუბრობდნენ და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების ჩართულობაზე მიუთითებდნენ.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს გამოძიების შემჭიდროებულ ვადებში ჩატარების და მისი მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირების აუცილებლობას“, – აცხადებს იოსელიანი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ფოთში ყოფილი მეუღლე ბალიშის გამოყენებით გაგუდა – პირს ბრალდება წარედგინა
  • „ლიდერისა და ძლიერი პარტიების გარეშეც შეიძლება რეჟიმის დამარცხება, უიმედობა არ შეიძლება!“ – სალომე ზურაბიშვილი
  • დოლარის კურსი – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge