ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა, პიოტრ იანთან ბრძოლის შემდეგ, 100 000 დოლარის ოდენობის ბონუსი მიიღო.
UFC-ის ოფიციალური ინფორმაციით, დვალიშვილსა და პიოტრ იანს შორის დაპირისპირება „Fight of the Night“-ის ჯილდოთი აღინიშნა. თითოეულ მებრძოლს ბონუსის სახით 100 000 დოლარი ერგო, რაც დაახლოებით 270 000 ლარია.
