“ამ ქვეყანაზე ვინც მიცნობთ, ჩემს ბავშვებს აწყენინებს, იცოდეთ, იმ ქვეყნიდან მოვბრუნდები და დედებს მოგ**ნავთ ყველას…” – დაწერა ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა ზაზა კარბაიამ Facebook-ზე, სავარაუდოდ, მკვლელობის შემდეგ.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფოთში კაცმა ცოლი მოკლა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ კაცმა გუშინ დილით 112-ში თავად დარეკა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა. გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენის დროს ცოლ-ქმარი სახლში მარტო იმყოფებოდა. მათ ოთხი შვილი ჰყავთ. დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
