გიორგი ნემსაძის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში მისი და, ნინო ნემსაძე, წერს და დაკრძალვის დეტალებს ავრცელებს.
„გია, ჩემი ტკბილი ძმა. ჩემი დიდი სიყვარული. ჩემი დიდი ტკივილი.
პანაშვიდები: ხუთშაბათი, პარასკევი, ატენის ქ. 18ბ, მე-6 სართ.გამოსვენება სამების საკათედრო ტაძრიდან 14:00 საათზე“, – წერს ნინო ნემსაძე.
ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი მეუღლის რუსუდან ჩირგაძის ინფორმაციით, ფეხბურთელს შაბათს, სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ და დაკრძალავენ, ხოლო პანაშვიდები ხუთშაბათს და პარასკევს გაიმართება, მისამართი: ვაკე, ატენის ქ. 18ბ, სართული 6.
ცნობილ ფეხბურთელს თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
