Thursday, October 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის გავრცელებული დეზინფორმაცია, ვფიქრობ, გასცდა რიგითი წარმომადგენლის ფანტაზიას და ალბათ, აღარ ჩაჯდება სიტყვის თავისუფლების შინაარსშიც – თამთა მეგრელიშვილი

October 22, 2026
„ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის გავრცელებული დეზინფორმაცია, ვფიქრობ, გასცდა რიგითი წარმომადგენლის ფანტაზიას და ალბათ, აღარ ჩაჯდება სიტყვის თავისუფლების შინაარსშიც – თამთა მეგრელიშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენლის, დომენტი (დიტო) ჩუბინიძის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დავით გარეჯის თემაზე გავრცელებული დეზინფორმაცია სერიოზულად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას.

მისი შეფასებით, ბრალდებულის ქმედებებმა შეაფერხა აზერბაიჯანთან დელიმიტაცია-დემარკაციის უმნიშვნელოვანესი პროცესი და სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობა.

მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვით, საბოლოო სიტყვა სასამართლოს ეკუთვნის, თუმცა დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დადგეს. იგი დარწმუნებულია, რომ გამოძიება გამოავლენს იმ ფარულ ძალებსა და უცხოურ ინტერესთა ჯგუფებს, რომლებიც ამ ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის უკან იდგნენ.

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, სამშობლოს ღალატის — კერძოდ კი, საბოტაჟის ბრალდებით, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა. გამოძიების თანახმად, ბრალდებული 2026 წლის თებერვლიდან მიზანმიმართულად ავრცელებდა დეზინფორმაციას, თითქოს ხელისუფლებამ „გარეჯი გაყიდა“.დამდგარი შედეგით თუ ვიმსჯელებთ, გავრცელებული დეზინფორმაცია, ვფიქრობ, გასცდა რიგითი წარმომადგენლის ფანტაზიას და, ალბათ, აღარ ჩაჯდება სიტყვის თავისუფლების შინაარსშიც. ფაქტია, სერიოზულად დაზიანდა აზერბაიჯანთან მიმდინარე დელიმიტაცია/დემარკაციის უმნიშვნელოვანესი პროცესი და შეფერხდა სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობა ამ მიმართულებით.ეს მძიმე შედეგი მაფიქრებინებს, რომ ეს იყო მიზანმიმართული დარტყმა ქვეყნის სუვერენიტეტზე. რა თქმა უნდა, არ ვარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას და საბოლოო სიტყვა სასამართლოსა და კანონს ეკუთვნის, თუმცა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება, ამის დადასტურების შემთხვევაში, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს და იყოს მკაცრი მაგალითი ყველასთვის.დარწმუნებული ვარ, რომ საგამოძიებო უწყებები კანონის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ უტყუარად გამოვლინდნენ ის ფარული ძალები და ინტერესთა ჯგუფები, რომლებიც დომენტი ჩუბინიძისა და „ასავალ-დასავალის“ ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის ზურგსუკან იდგნენ. ეს სამართლებრივი პროცესი უნდა გახდეს მკაცრი გაფრთხილება ქვეყნის სუვერენიტეტის ხელმყოფთა და უცხოური გავლენის აგენტებისთვის.ყველამ უნდა გაითავისოს — საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები ეფექტურად დგანან კონსტიტუციური წესრიგის სადარაჯოზე და არავის მიეცემა უფლება, პირადი თუ უცხოური ინტერესების სასარგებლოდ დააზიანონ ქვეყნის სტრატეგიული პოზიციები!ქართული სახელმწიფო სამართლებრივი სახელმწიფოა და ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ყოველი ქმედება ჩაჯდება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში.“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გიორგი ნემსაძის და, ნინო ნემსაძე ემოციურ პოსტს ავრცელებს
  • ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის გამარჯვებულები – ვის გადაეცა ოქროს დინოზავრი
  • “დღემდე მაქვს არაერთი სერიოზული კითხვა”- რას წერს დავით ოქიტაშვილი მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge