ყოველთვის გამორჩეული იყავი, როგორც თანაგუნდელი, როგორც კაპიტანი და როგორც ადამიანი მოედნის მიღმა, – ასე ეხმაურება ლევან კობიაშვილი გიორგი ნემსაძის გარდაცვალებას.
“გიო, ძალიან ემოციური და მძიმეა შენზე წარსულში საუბარი. შენი ნაადრევი წასვლა უდიდესი დანაკლისია ჩემთვის, როგორც შენი ყოფილი თანაგუნდელისთვის, და მთელი საქართველოსთვის.დაუვიწყარ მოგონებად დარჩება ნაკრებში ერთად გატარებული თითოეული წუთი და ის
საფეხბურთო ემოციები, რომლებიც არასოდეს წაიშლება მეხსიერებიდან. ყოველთვის გამორჩეული იყავი, როგორც თანაგუნდელი, როგორც კაპიტანი და როგორც ადამიანი მოედნის მიღმა. შენი ლიდერობა და ადამიანური თვისებები ყველას მეხსიერებაში სამუდამოდ
დარჩება.ვუსამძიმრებ გიორგის ოჯახს, ახლობლებსა და ყველა გულშემატკივარს, რომელიც მისი თამაშითა და ადამიანობით ამაყობდა.
გიო, შენი განვლილი გზა და ჩვენთან ერთად შექმნილი მოგონებები სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში და ქართული ფეხბურთის ისტორიაში,” – წერს ლევან კობიაშვილი.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში მოულოდნელად, გარდაიცვალა.
