Thursday, October 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვაფასებთ ჩემი საპატრიარქო მსახურების პირველი დღიდან მხარდაჭერას – შიო III მსოფლიო პატრიარქს

October 22, 2026
ვაფასებთ ჩემი საპატრიარქო მსახურების პირველი დღიდან მხარდაჭერას – შიო III მსოფლიო პატრიარქს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III მსოფლიო პატრიარქს მიმართავს

“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა მსოფლიო პატრიარქს

მის ყოვლადუწმინდესობას, ბართლომეოსს,

კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსს

და მსოფლიო პატრიარქს

თქვენო ყოვლადუწმინდესობავ,

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით მიიღეთ გულითადი მილოცვა და უფალ იესო ქრისტეს სიყვარულით გამსჭვალული კეთილი სურვილები თქვენი ყოვლადუწმინდესობის აღსაყდრების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით.

ოცდათხუთმეტი წლის წინ, ღვთის ნებით, თქვენ იტვირთეთ კონსტანტინოპოლის უძველესი საპატრიარქო საყდრის მწყემსმთავრობის საპატიო, ამავე დროს კი – მეტად საპასუხისმგებლო და მძიმე ჯვარი.

საუკუნეთა განმავლობაში კონსტანტინოპოლის ეკლესია არაერთი ისტორიული ქარტეხილისა და სულიერი განსაცდელის წინაშე მდგარა. თქვენი საპატრიარქო მსახურებაც მრავალი წინააღმდეგობითა და სირთულით აღსავსე ეპოქაში წარიმართება.

ჩვენ ყოველთვის გვახსოვს საქართველოს ეკლესიისა და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისადმი თქვენ მიერ არაერთგზის გამოვლენილი მხარდაჭერა და პატივისცემა.

ჩვენი ერისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების დროს მუდამ ვგრძნობთ თქვენს გულწრფელ თანადგომას. ქართველთა მეხსიერებაში წარუშლელად აღიბეჭდა 2008 წლის აგვისტოს ომის უმძიმეს დღეებში გამოგზავნილი წერილი მანუგეშებელი სიტყვებით: „თქვენი ჯვარი დღეს ჩვენი ჯვარიც ხდება“.

განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებ სრულიად საქართველოს ნეტარხსენებულ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან თქვენს ღვთივსათნო მეგობრობას, ვითარცა „კეთილ და შვენიერ… დამკვიდრებას ძმათა ერთად“ (ფსალ. 132, 1) უფალ იესო ქრისტეში. მისი დაკრძალვის დღეს თქვენი ჩამობრძანება, ქართველი ერის მწუხარების გაზიარება და სულის სიღრმიდან აღმოთქმული სიტყვები კი მარადჟამს დარჩება ქრისტესმიერი ძმური სიყვარულის მოწმობად, რომელიც „არასადა დავარდების“ (I კორ 13, 8 ).

დიდად ვაფასებთ ჩემი საპატრიარქო მსახურების პირველივე დღეებიდან თქვენ მიერ გამოვლენილ მხარდაჭერას. მადლიერებითა და სიმხნევით აღმავსო თქვენმა თბილმა სიტყვებმა და დალოცვამ, რაც ჩემთვის ძვირფას ნუგეშად და სულიერ შეწევნად იქცა.

ახლახან საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ და ქართველმა ხალხმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი იზეიმა. ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით მივიღეთ თქვენი სიყვარულით აღსავსე მილოცვა, რისთვისაც ასევე გულითად მადლობას მოგახსენებთ.

ვსასოებთ მარადიული სიკეთის წყაროს, მხოლოდშობილ ძე ღმერთსა და მის ჭეშმარიტ რწმენას, რომ ამ ტკბილსახსოვარმა სულიერმა მემკვიდრეობამ მომავალშიც შეუწყოს ხელი საქართველოსა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის ძმური ურთიერთობის განმტკიცებას მსოფლიო მართლმადიდებლობისა და მშვიდობის საკეთილდღეოდ.

გისურვებთ ჯანმრთელობას, მრავალჟამიერ სიცოცხლესა და ღვთის შემწეობას, რათა ღირსეულად აღასრულებდეთ თქვენს საპატიო მსახურებას უფლის სადიდებლად, წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის გასაძლიერებლად და კაცთა შორის სიყვარულის განსამრავლებლად.

ქრისტესმიერი ძმური სიყვარულითა და პატივისცემით,

შიო III

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი” – ნათქვამია მიმართვაში

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ძილში გარდაიცვალა”- რას ამბობს გიორგი ნემსაძის ოჯახის ახლობელი
  • “დრო რომ უკან დატრიალდეს, ისევ ამ გზას გავივლიდი”- რას წრეს გურამ შეროზია?
  • “დაიცავი გამოფენა” – ექსპო-ჯორჯიასთან მშენებლობის წინააღმდეგ აქცია იმართება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge